კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალის მკვლელობის საქმეში გულგრილობის გამო პოლიციელის დასჯას მოითხოვს

5 ოქტომბერი, 2016
 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქმეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის - კ.ი.-ს მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობას ეხება.

მსხვერპლის ოჯახის წევრების განმარტებით, 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კ.ი.-ს ოჯახის წევრებმა კ.ი.-სა და მის ბებიაზე მსხვერპლის მეუღლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, 112-ში დარეკეს და  პოლიციის დახმარება მოითხოვეს.  მეუღლე კ.ი.-ს და მის ბებიას დაემუქრა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და ორივეს მოკლავდა. ამის შესახებ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა ფონიჭალის პოლიციას შეატყობინეს. ფონიჭალის პოლიცია კი მოძალადისათვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სამსახურეობრივ გულგრილობას შედეგად ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მოჰყვა. 12 ივლისის ღამეს კ.ი. თავისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა. 

2016 წლის 19 ივლისს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციელის გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კი განაცხადა, რომ იგი მომხდარ ფაქტზე გამოძიების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელებს. 

თბილისის პროკურატურაში გამოძიება პოლიციელის გულგრილობის ფაქტზე ჭიანურდება; სავარაუდო დამნაშევე დღემდე აგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე. გარდაცვლილი ქალის არც ერთი ოჯახის წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რათა მათ მიეცეთ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. სამსახურეობრივი გულგრილობისათვის პოლიციელს დღემდე არ აქვს  წარდგენილი ბრალი. 

ამასთანავე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ  არ დაიწყო მოკვლევა  პოლიციელის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე იმ აბსურდული მიზეზის გამო, რომ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. შსს-ს გენინსპექციის ფუნქციაა სისტემის მოსამსახურეთა მიერ  სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტების გამოძიება და კანონმდებლობის დარღვევებზე დროული რეაგირება. 

მითითებული ფაქტი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ არაერთ საქმესთან ერთად, წარმოაჩენს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის ტენდენციურობას, როცა საქმე მისივე სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა გადაცდომების გამოძიებას ეხება. 

როგორც წესი, გამოძიება ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ არის უმოქმედო, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული არაერთი საქმეც ადასტურებს. მართალია, შსს და პროკურატურა აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ მკაცრია, მაგრამ თუკი საქმეში იკვეთება სამართალდამცავის ბრალეულობა, გამოძიება მიმდინარეობს მიკერძოებულად და სავარაუდო დამნაშავეები დაუსჯელი რჩებიან. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:
თბილისის პროკურატურას, დროულად გამოიძიოს პოლიციელის შესაძლო გულგრილობის ფაქტი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭოს მსხვერპლის ოჯახის წევრებს, რათა მათ შეძლონ გამოძიების მასალების გაცნობა.

შსს-ს გენერალურ ინსპექციას, დროული მოკვლევა დაიწყოს კ.ი.-ს საქმეში პოლიციელის ბრალეულობის საქმის შესასწავლად;

შსს-ს მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ფონიჭალის პოლიციის განყოფილების პოლიციელს, სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებამდე.


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები