კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა თამბაქოს კონტროლის ალიანსთან თანამშრომლობით საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმები მოამზადა

7 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თამბაქოს კონტროლის ალიანსთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით დოკუმენტური ფილმი „გაჭიანურებული განხილვა“ . ფილმი ასახავს თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ისტორიას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერს თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ ინიცირებულ მნიშვნელოვან კანონპროექტებს.

გარდა აღნიშნული დოკუმენტური ფილმისა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ასევე, მოამზადა სამი საგამოძიებო ფილმი:

I ფილმში - „დაუსჯელი ვაჭრობა“ - ასახულია თამბაქოს ვაჭრობასთან დაკავშირებული დარღვევები. საქართველოს კანონმდებლობით მკაცრადაა განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა მეორე საკითხია, როგორ ხდება თავად კანონის აღსრულება.

II ფილმი - „არშემდგარი კონტროლი“ - 2006 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა თამბაქოს კვამლისაგან უნივერსალური დაცვა 5-წლიან ვადაში, რომელიც 2011 წლის 15 მაისს ამოიწურა. სახელმწიფოს თამბაქოს კონტროლის გამკაცრების პოლიტიკური ნება არ აქვს.

III ფილმი - „ვინ ლობირებს თამბაქოს ინდუსტრიას“ - ჟურნალისტური გამოძიება ასახავს საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებს ფაქტებს, უკანონო სპონსორობისა და რეკლამირების მაგალითებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები