კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ტირძნისის 62-ე უბანზე არ შეუშვეს

7 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი შიდა ქართლის სოფელ ტირძნისის 62-ე უბანზე დილის 8 საათზე მივიდა, რა დროსაც კომისიის წევრებმა განუცხადეს, რომ უბანზე ვერ დაუშვებდნენ, რადგან იგი დილით, 7 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, დამკვირვებლის უბანზე დაშვების მოთხოვნით, მიმართა საოლქო კომისიას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბანზე შეუშვეს და განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა უბანზე დამკვირვებლის დაშვება 7 საათის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ოთხ რეგიონში აკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები ამჟამად იმყოფებიან: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქ რუსთავში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში;

ახალი ამბები