კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თაქალოს 44-ე უბანზე რეგისტრატორი პირადობის მოწმობებს არ ამოწმებდა

8 ოქტომბერი, 2016
მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, სოფელ თაქალოს 44-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი, ნირალი გარაჯაევი ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს არ სთხოვდა და არ ამოწმებდა მათ დოკუმენტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების მიუხედავად, მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდა. 

გარდა ამისა, ნირალი გარაჯაევმა დაუძახა კაბინაში მისულ ამომრჩეველს, რომ დაბრუნებულიყო რეგისტრაციის მაგიდასთან, რადგან ბიულეტენზე ბეჭდის დარტყმა დაავიწყდა. ამომრჩეველი დაბრუნდა მაგიდასთან, სადაც მას უკვე შემოხაზულ ბიულეტენზე დაურტყეს ბეჭედი. დამკვირვებლის მოწოდების მიუხედავად, ბიულეტენი კონვერტში მოათავსეს და ყუთში ჩააგდეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ არ დაურღვევიათ საარჩევნო კოდექსი, რადგან ბეჭდის გარეშე არ შეიძლებოდა ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს უჭირს კომისიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია, რადგან იგი შეკითხვებს აზერბაიჯანულ ენაზე პასუხობს და თავს მოვალედ არ მიიჩნევს, პრობლემის არსი გაარკვიოს. 

საარჩევნო უბანი ძალიან პატარაა. ამის გამო უბანზე მუდამ ხალხმრავლობაა და ყუთთან სამ-ოთხ ადამიანს უწევს ყოფნა, რითაც ხელი ეშლება არჩევნების პროცესის გამჭვირვალობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით 2 საჩივარი დაწერა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები