კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

OMCT-ისა და FIDH-ის სადამკვირებლო მისია ჯიხაშკარში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება

16 ოქტომბერი, 2016
 
საქართველო, 14 ოქტომბერი, 2016 
სადამკვირვებლო მისია, დაფუძნებული მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ (OMCT) და FIDH-ის მიერ, მოითხოვს, დაუყოვნებლივ ჩარევას საქართველოში მომხდარ ინციდენტში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად. 

სიტუაციის აღწერა:

სადამკვირვებლო მისიამ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 3 საერთაშორისო დამკვირვებელზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა. დამკვირვებლები წარმოადგენდნენ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს, საერთაშორისო პარტნიორობას ადამიანის უფლებებისათვის და ევროპულ პლატფორმას დემოკრატიული არჩევნებისათვის. 

2016 წლის 8 ოქტომბერს მიღებული  ინფორმაციის თანახმად, ღამის 12 საათვის არაიდენტიფიცირებული მამაკაცთა ჯგუფი შეიჭრა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში (დასავლეთი საქართველო). მათ ხელი შეუშალეს დათვლის პროცედურას, გატეხეს საარჩევნო ყუთი, დააზიანეს საარჩევნო ნივთები და ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებლებს. მათ მიითვისეს ორი დამკვირვებლის ტელეფონი და იდაყვი ჩაარტყეს მესამე დამკვირვებელს - ქალბატონს.
 
პოლიცია იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია. შედეგად, დამკვირვებლებმა შეიტანეს საჩივარი ზუგდიდის ცენტრალურ პოლიციაში იმავე საღამოს. ამ სასწრაფო მიმართვის გავრცელების შედეგად დაკავებულ იქნა 2 ეჭვმიტანილი. 

12 სექტემბერს, საქართველოში, არჩევნების დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია შეიქმნა. არჩევნების დღეს მისიამ  36 საერთაშორისო დამკვირვებელი წარადგინა, რომელთაც, ქვეყნის მასშტაბით, მოინახულეს 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი.
 
სადამკვირვებლო მისია გმობს საერთაშორისო დამკვირვებლებზე ფიზიკურ თავდასხმას და შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ მას ეკისრება საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეროვნული საარჩევნო კოდექსითა და ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით. 

მიუხედავად ყველაფრისა, სადამკვირვებლო მისია მიესალმება საქართველოს პოლიციის გამოძიებასა და გენერალური ინსპექციის  გამორკვევას პოლიციელების საქციელთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ გამოძიება ჩატარდება მიუკერძოებლად და გამჭირვალედ, რათა გამოვლენილი იყოს ყველა პასუხისმგებელი პირი, მოხდეს მათი წარდგენა დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და მიესაჯოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი. 

მოთხოვნილი ღონისძიებები: 

გთხოვთ, მიწეროთ საქართველოს ოფიციალურ პირებს და მოუწოდოთ:
i. უზრუნველყონ ყველა შემთხვევაში ზემოთ ნახსენები სამი საერთაშორისო დამკვირვებლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;
ii. არ დაუშვან აგრესია ამ ადამიანების წინააღმდეგ, ისე რომ მათ შეძლონ თავისი საქმიანობის ბოლომდე მიყვანა დაბრკოლებების გარეშე საქართველოში.
iii. ჩაატარონ გულდასმით, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ სისხლის სამართლის გამოძიება მათზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ, რათა გამოავლინონ ყველა პასუხისმგებელი პირი, მოხდეს მათი წარდგენა დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და მიესაჯოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი.
iv. გაითვალისწინონ გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც იყო მიღებული გენერალური ასამბლეის მიერ 1998 წლის 9 დეკემბერს, კერძოდ: 
- მუხლი 1, რომელიც ამბობს, რომ „ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად და ჯგუფურად, გაავრცელოს და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების რეალიზაციის დაცვას და ფუნდამენტური თავისუფლებების ეროვნულ და საეღთაშორისო დონეზე“. 
- მუხლი 5 და 6 (c), რომელიც თანახმად „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წახალისებისა და დაცვისთვის, ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, [...] შეიკრიბოს მშვიდობიანად და შეისწავლოს, განიხილოს, ჩამოაყალიბოს და მიაწოდოს აზრი დაკვირვებასთან დაკავშირებით, როგორც კანონის, ისე პრაქტიკის შესახებ ყველა ადამიანის უფლებასთან და თავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ გზით ან სხვა შესაბამისი საშუალებით მიიპყროს საზოგადოების ყურადღება აღნიშნულ საკითხზე“.
- მუხლი 12.1, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაფერისი ზომა, რათა კომპეტენრური ორგანოების მიერ უზრუნველყოს ყველა ადამიანის დაცვა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ძალადობის, მუქარის, სამაგიეროს გადახდის, დე-დაქტო და დე-იურე დისკრიმინაციის, ზეწოლისა თუ სხვა უკანონო ქმედების წინააღმდეგ, დეკლარაციიდან გამომდინარე  ადამიანების ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად.“
v. უფრო ზოგადად, ყველა შემხვევაში უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებზე დაყრდნობით. 
მისამართები:
- ბატონ გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტს, სახელმწიფო კანცელარია, ინგოროყვას 7, 0134 თბილისი, საქართველო, ტელეფონი: (995 32) 28-27-13; (995 32)28-24-00;(995 32)99 96 53; ( 995 32) 98-72-62, ( 995 32) / 99-87-50, Fax: ( 995 32)
98-72-62 (99532) 28-27-68; (99532)28-27-14; E-mail: pr@president.gov.ge
- ქალბატონ ირინა იმერლიშვილს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ინგოროყვას 7, 0134 თბილისი, საქართველო, ტელეფონი:  (+99532)2282547 ; Fax: (995 32) 2 98 99 72 ; E-mail: office@nsc.gov.ge
- ბატონ გიორგი მღებრიშვილს , შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გულუას 10, თბილისი, საქართველო, ტელ.: (+995 32) 274 62 50/
(+995 32) 2 41 21 47; Fax:(995 32) 2 98 71 46 / 99 95 24; E-mail:
<115>press_center@pol.ge
- ქალბატონ ეკა ბესელიას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავჯდომარეს, საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8, 380018 თბილისი, საქართველო, ტელ.: (995 32) 2 28 13 88;Fax:(99532)2921563.E-mail: Humanrights@parliament.ge
- ქალბატონ თეა წულუკიანს, იუსტიციის მინისტრს, გრიბოედოვის 19, 0108 თბილისი, საქართველო, ტელ.: (995 32) 2 93 27 21 / 93 50 49 / 75-82-22; Fax: (995 32)2930225/75-82-22;Email: justice@justice.gov.ge
- ბატონ უჩა ნანუაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო რამიშვილის 6, 0179 თბილისი, ტელ.: (995 32) 2 23 44 99 / 2 91 38 14 / 2 91 38 15 /
2 91 38 41 / 2 91 38 42 / 2 91 38 43 / 2 91 38 75 / 2 91 38 76 / 2 91 38 77;
Fax: (995 32) 2 91 38 41; Email: info@ombudsman.ge
- მისი აღმატებულება შალვა წიქარიშვილის , ელჩს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, რიჩარდ ვაგნერის 1, 1202 ჟენევა, შვეიცარია, ტელ.: +41 22 919 10 10; Fax: + 41 22 733 90 33 ; Email:
<137>geomission.geneva@bluewin.ch
- მისი აღმატებულება ქალბატონ ნატალია საბანაძეს, ელჩი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი ბრიუსელში, Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Woluwe Saint Pierre, Belgium,
Tel: +32 2 761 11 90; Fax: + 32 2 732 85 47; Email:geomission.eu@mfa.gov.ge

გთხოვთ, ასევე მიწეროთ საქართველოს დიპლომაიურ წარმომადგენლებს ან საელჩოებს თქვენს ქვეყნებში და აგრეთვე ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ან საელჩოებს საქართველოში. 

***
ჟენევა-პარიზი, ოქტომბერი 14, 2016 წელი

სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ჩამოყალიბდა 1997 წელს მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ და FIDH-ს მიერ. ამ პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველების რეპრესიების პრევენცია ან შემდგომ ჩარევა მათი შელახული უფლებების აღსადგენად. FIDH და OMCT არიან protectdefenders.eu-ს წევრები. www.protectdefenders. eu/en/index.html  არის საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორცილებეული ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის მექნიზმი. 
სადამკვირვებლო მისიის საკონტაქტო ინფორმაცია: 
  • E-mail: Appeals@fidh-omct.org
  • Tel and Fax OMCT + 41 22 809 49 39 / + 41 22 809 49 29
  • Tel and Fax FIDH + 33 1 43 55 25 18 / + 33 1 43 55 18 80

ახალი ამბები