კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობა გორის რაიონში პირუტყვის ქურდობის გახშირებაზე საუბრობს

18 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ერთი საქმე თუ მიიჩქმალა, მერე მეორე იქნება, მესამე და ა.შ. აგვიტოში 10 ძროხა მომპარეს. მანამდე სოფელ ქვახვრელში მწყემსი ნახეს მკვდარი. არც ეს საქმე არ არის გამოძიებული. საქონელი  მოიპარეს სოფელ მერეთში  და ბოშურში“, - განაცხადა 17 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ქვახვრელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ივანე ნუსხელიძემ.
 
ივანე ნუსხელიძემ გორის რაიონში გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე, რომლის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს საკრებულოს რეაგირება და შუამდგომლობა სთხოვა შსს-თან. 

აგვიტოს თვეში ნუსხელიძეს 10 ძროხა მოპარეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვე გავიდა, პოლიციამ საქმე ამ დრომდე ვერ გახსნა. 

ივანე ნუსხელიძის განცხადებით, ორი დღის წინ მისი სოფლიდან კიდევ სამი ცხენი მოიპარეს: „სანამ არჩევნები არ ჩაივლიდა არ მინდოდა ამ თემების გაჟღერება რადგან სხვანაირად არ ჩაეთვალათ. გუშინ სამი ცხენი მოიპარეს სოფელ ქვახვრელიდან ორი თვის წინ კი 10 ძროხა მომპარეს, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა ამ დრომდე არ არის საქმე გახსნილი რაც კითხვებს აჩენს“.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვახვრელში მწყემსის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება პირუტყვის ქურდობის ფაქტებს, შსს-ს პრესსამსახურში ინფორმაციის გადასამოწმებლად და კომენტარისთვის დროს ითხოვენ.  

ახალი ამბები