კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ოლქებიდან 385 კომისიის წევრი გამოიწვია

26 ოქტომბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაახლოებით 22 საარჩევნო ოლქიდან 385 კომისიის წევრი გამოიწვია. პარტიის ლიდერის, თამარ კეკენაძის განმარტებით, ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ მათი პარტიის სახელით რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ მუშაობა არ მოხდეს.

კეკენაძის განცხადებით, არჩევნების პირველ ტურზე გარკვეული გარიგებები დაფიქსირდა და იყო შემთხვევები, როდესაც პარტიის წარმომადგენლები ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სასარგებლოდ მუშაობდნენ.

,,8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაანლიზების შემდგომ, გვქონდა პირველადი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1200 უბანზე ჩვენი კომისიის წევრების მიმართ არსებობდა გარკვეული ეჭვები. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ტური ძალიან მალე იმართება, არ გვქონდა შესაძლებლობა, თითეული ფაქტი დეტალურად განგვეხილა. ამიტომ 22 ოლქიდან გამოვიწვიეთ ჩვენი წარმომადგენლები. ეს არის გარკვეული პრევენცია, რათა ჩვენი პარტიის სახელით არ დაიწყონ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობა. მათ გადასაბირებლად გამოიყენებოდა სხვადასხვა მეთოდი, ეს ხდებოდა სისტემატურად, ხორციელდებოდა ზეწოლა ჩვენს წევრებზე, სთავაზობდნენ ფულს, სხვადასხვა კეთილდღეობებს, როგორიც არის დასაქმება, შვილის სწავლის საფასურის დაფარვა და ა.შ.

სხვა ოლქებიდან განსხვავებით, ჭიათურაში გვეკუთვნის როგორც კომისიის წევრების, ისე წარმომადგენლობის ყოლა, ამიტომ ვაპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას და ჩვენი ხმების ბოლომდე დაცვას. მე მქონდა შეხვედრა აჭარაში, სადაც გვითხრეს, რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი გაურიგდა ,,ნაციონალურ მოძრაობას“. ზოგადად, იყო ფაქტები, სადაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიდიოდა მუშაობა. ეს არის მრავალმხრივი გარიგება და ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით მეორე ტურის დასრულების შემდეგ“, - განუცხადა თამარ კეკენაძემ „ინტერპრესნიუსს“.


ახალი ამბები