კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო რეჟიმმა ილია თაყაძე ქართულ მხარეს გადმოსცა

28 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 ოქტომბერს, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ცხინვალის იზოლატორიდან რამდენიმე დღის წინ დაკავებული სოფელ კირბალის მკვიდრი, ილია თაყაძე გაათავისუფლეს. საოკუპაციო ხაზიდან სოფელ კირბალის მკვიდრი რუსმა სამხედროებმა  მაშინ დააკავეს, როდესაც ტყეში შეშას აგროვებდა. თაყაძის ოჯახმა ჯარიმის სახით 2 000 რუსული რუბლი გადაიხადა.
 
,,დამაკავეს რუსმა სამხედროებმა, ჯერ გადამიყვანეს სოფელ ღრომში და იქიდან კიდევ ცხინვალის მილიციის იზოლატორში მანქანით წამიყვანეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გამათავისუფლეს", - აცხადებს კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში რიგით 71-ე შეხვედრაზე, საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც საოკუპაციო ზოლში მაცხოვრებლებს ექმნებათ, მათგან ერთ-ერთი იყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო  ანალიტიკური  ცენტრის  დირექტორის  მოადგილის,  კახა ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის  გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
,,ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხზე, და სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება ჩვენი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება ეს საკითხები", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სანაკოევმა შეხვედრაზე ე. წ. „საზღვრის“ სიახლოვეს დამონტაჟებული ბანერების  დაზიანების ფაქტზე ისაუბრა და ასევე ყურადღება  გაამახვილა  ე.წ.  „საზღვრის“ უკანონოდ  კვეთის ბრალდებით  დაკავებულ  საქართველოს  მოქალაქეებზე.

„6 დაკავებულიდან ნაწილი გათავისუფლებულია, პატიმრობაში მყოფთა საქმეს კი სასამართლო განიხილავს. რაც შეეხება გიუნაშვილს  საქმეს, შესწავლა გრძელდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა სანაკოევმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი  შეხვედრა  30 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები