კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების მეორე ტური ქუთაისში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა

2 ნოემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამომრჩევლის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 47-ე მაჟორიტარული ოლქი: გენადი მარგველაშვილი - 69, 28%,  გიორგი თევდორაძე - 30, 75%, 48-ე ოლქი: დიმიტრი მხეიძე - 75,28%, აკაკი ბობოხიძე -  24, 72%, 49-ე მაჟორიტარული ოლქი: კობა ნარჩემაშვილი - 67, 33%, გიგი წერეთელი - 32, 67%.

„საერთო ჯამში პროცესი დადებითად შეიძლება, შეფასდეს. იყო გადაცდომები, ძირითადად, პროცედურული ხასიათის, თუმცა, უმნიშვნელო, იმდენად, რომ საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს“, - ასე შეაფასა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური  ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

საოლქო კომისიაში შესულ საჩივართა შორის ყველაზე რეზონანსული 37-ე საარჩევნო უბნიდან შესული საჩივარი იყო, რომელიც კომისიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეადგინეს, სადაც უბანზე კარუსელის მცდელობის შესახებ ჩიოდნენ. მათი განმარტებით, მარკირებული მოქალაქეები კვლავ ცდილობდნენ ხმის მიცემას. 

„ეს არის გაყალბების კლასიკური მაგალითი. ე.წ. „სომხური“ კარუსელი, რომელიც ხელისუფლებამ ქუთაისში დაატრიალა. სხვაგვარად ისინი ამომრჩევლის ხმებს ვერ მოიპოვებდნენ. მათ იციან ამის შესახებ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შედეგი სათავისოდ მომართონ. ეს არის კრიმინალი, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს“,  - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის 49-ე მაჟორიტარული ოლქის კანდიდატმა გიგი წერეთელმა.  

„იყო პრეტენზიები, თითქოს, მარკირებული ამომრჩეველი  შემოვიდა უბანზე და აპირებდა ხმის თავდან მიცემას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქოს რეკომენდაციით შევქმენით 8 კაციანი კომისია. განვიხილეთ საკითხი და  5-მა 3-ის წინააღმდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამომრჩეველს ხმა მიეცა, ვინაიდან ის არ იყო მარკირებული, არამედ თითზე 8 ოქტომბრის არჩევნებზე გაკეთებული მარკირების კვალი ეტყობოდა“, - განაცხადა ქუთაისის 49-ე მაჟორიტარული ოლქის, 37-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ედიბერიძემ.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, იყო მარკირებული ამომრჩევლის  საარჩევნო უბანზე მისვლის და გამეორებით ხმის მიცემის მცდელობა, რომელიც აღკვეთილ იქნა.

„რაც შეეხება საჩივრებს, თუ პოლიტიკური პარტიები, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოგვმართავენ, საოლქო კომისია გაიხილავს მას და შედეგი ცნობილი გახდება. მათ გასაჩივრებისთვის ორი დღის ვადა ეძლევათ“, - აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.  

ახალი ამბები