კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიას მოუწოდებს, გააშუქოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის სასამართლო განხილვა

13 ნოემბერი, 2016
 
დღეს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის სასამართლო განხილვის მორიგი სხდომა გაიმართება. სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს მოისმენს. ადვოკატ მდინარაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. 

დღევანდელ სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაესწრებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებებით, რითაც ისინი ცდილობენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იხსნან ბრალდებული ლაშა კვირკვაია, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტი თავდაპირველად ფართოდ გაშუქდა, შემდგომში ამ საქმისადმი მედიის ინტერესი თანდათან მინელდა. ამ პირობებში, პოლიცია ცდილობს, პასუხისმგებლობა დააკისროს ადვოკატს, რაზეც მეტყველებს არა მხოლოდ სასამართლო პროცესებზე მიცემული ცრუ ჩვენებები, არამედ გიორგი მდინარაძის საქმიანობისა თუ პიროვნული დისკრედიტაციის სხვადასხვა მცდელობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს, დაინტერესდნენ და გააშუქონ ადვოკატზე ძალადობის ფაქტის სასამართლო განხილვა. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ყოფილი უფროსის ინტერესების დასაცავად, კვლავ განაგრძონ ცრუ ჩვენებების მიცემა და ამ გზით გავლენა მოახდინონ სასამართლოზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ წინა სასამართლო სხდომებზე, ბრალდების მოწმეებმა განზრახ მიაწოდეს სასამართლოს მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ადვოკატმა მდინარაძემ გამომძიებელსა და პოლიციის უფროსს, ლაშა კვირკვაიას განყოფილებაში „ყური აუწია“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით,   2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს კი სასამართლომ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

                                                                                                   ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები