მე-9 მოწვევის პარლამენტში თანამდებობები გადანაწილებულია
21.11.2016
ნათია გოგოლაშვილი
„მე ვისურვებდი 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში. არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის შემდგომ განვითარებას და უზრუნველვყო ის, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადო გამოვლენის შესაძლებლობა”, - განაცხადა პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 118 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა, შესაბამისად, ოპოზიციის დანარჩენმა წარმომადგენელმა მის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი თამარ ჩუგოშვილი გახდა (120 ხმით ორის წინააღმდგ). ფარული კენჭისყრით აირჩა ასევე შემდეგი ვიცე სპიკერები: გიორგი ვოლსკი - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო (129 - მომხრე, 3 - წინააღმდეგი); ზვიად ძიძიგური - „კონსერვატიული პარტია (129 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი); ილია ნაკაშიძე - აჭარის კვოტით (131 ხმით, 0 -წინააღმდეგი); ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (106 - მომხრე, 24 - წინააღმდეგი); სერგი კაპანაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (94 - მომხრე, 15 - წინააღმდეგი).
18 ნოემბერს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე კანონმდებლებმა სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებიც დაამტკიცეს:
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე;
სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ოქტომბერში ჩატარებული პარლამენტის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 115 დეპუტატი შევიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ 27 მანდატი მოიპოვა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ - 6, პარტია „მრეწველები“ ერთი მანდატით არიან წარმოდგენილები (ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი), საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, შევიდა მაჟორიტარობის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას