კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰააგაში რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას (ASP) დაესწრნენ

21 ნოემბერი, 2016
 
15-19  ნოემბერს ჰააგაში რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისთან, პროკურორთან, რეგისტრატურასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვედრებზე აქცენტს აკეთებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის ყოველმხრივი გამოძიების წარმოების, დაზარალებულთა ჩართულობისა და ინფორმირების  აუცილებლობაზე, ქართული არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე გამოძიების პროცესში. ამასთანავე, მათ ისაუბრეს რისკებზე. 

კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას რუსეთი უარს ეუბნება თანამშრომლობაზე და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას არა აქვს შესვლის შესაძლებლობა გამოძიების საწარმოებლად. ასეთ ვითარებაში არსებობს საფრთხე, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულები პროკურატურამ გამოიძიოს ცალმხრივად, მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. გამოძიების ამ ეტაპზე, სასამართლოსთან, ფაქტობრივად, თანამშრომლობს მხოლოდ ქართული მხარე, რომელიც რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოა.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მომავალი წლიდან აქტიურ მოქმედებებს გეგმავს საქართველოში, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნა, სადაც სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები იმუშავებენ.

რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა  შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები