ხვალ, 22 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოგიდგენთ ანგარიშს
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი“
ანგარიშში გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენაზე და მასში ასახულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მონიტორინგის შედეგები, რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და მეორე ტურის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს, სისტემურ პრობლემებსა და სხვადასხვა ტენდენციას.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის - hridc.tv-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები“ (ავტორი - გიორგი ჯანელიძე).
ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.
მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა, 0 სართული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი