კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 9 732 200 ლარით განისაზღვრა
22.11.2016
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 9 732 200 ლარით განსაზღვრა და 18 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და დამტკიცდა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან, ამის მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ დეტალურად ვერ გაეცნენ ბიუჯეტის პროექტს, რადგან მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით შეიტანა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში.
„ორ დღეში რამდენადაა შესაძლებელი ბიუჯეტის სწორად განხილვა და დამტკიცება, ეს ხალხმა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა „ლეიბორისტული პარტიიდან“, ოთარ ქოსაშვილმა.
საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რობერტ კავთიაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს არავის ჰქონდა პასუხები დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე.
„ოთხი დღის წინ გავიგეთ, რომ ბიუჯეტის განხილვა უნდა ყოფილიყო, მეორე დღეს ჩაინიშნა ბიუროს სხდომა, სადაც მოვითხოვეთ ინფორმაცია და კითხვები დავსვით, მაგრამ პასუხი არავის ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პროექტი მაინც გამოვიდა საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. ჩემმა კოლეგებმა უმრავლესობიდან, ყოველგვარი კითხვების გარეშე, დაუჭირეს მხარი 2017 წლის ბიუჯეტს“, - აღნიშნა რობერტ კავთიაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატის, მიხეილ ბექაურის განცხადებით, დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ბიუჯეტი რომ არ ჩავარდნილიყო ამიტომ მხარი დაუჭირეს მას.
ოპოზიციის დეპუტატების შენიშვნებს არ იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი. მისი განცხადებით ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ყველა საჭირო პროცედურა იყო დაცული.
,,ბიუჯეტის პროექტი გავიტანეთ ბიუროს სხდომებზე, სადაც დეპუტატებმა გამოთქვეს გარკვეული შენიშვნები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა გამგეობის მხრიდან და ამის შემდეგ დაუჭირეს მხარი", - აცხადებს კასპის საკრებულოს თავმჯდომარე.
კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით რამდენიმე ათასი ლარითაა გაზრდილი.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას