კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გატაცებული რამდენიმე საათში ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს

28 ნოემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

27 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან პატრულირების დროს 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი დააკავეს.  

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ხუბულაშვილი სოფელ ჯარიაშენში  ე.წ.  საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ვილისის მარკის ავტომანქანაში ჩასვეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.  

დაკავებულის დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი შშმ პირია და დახმარებას საქართველოს  ხელისუფლებას სთხოვდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ხუბულაშვილის  გათავისუფლების საკითხზე  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობასთან დაიწყეს მოლაპარაკებები, რის შედეგადაც 27 ნოემბერს გვიან ღამით ე.წ. საჯარიმო თანხის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. 

ოსმა ძალოვნებმა  ხუბულაშვილი ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოსცეს. 

ახალი ამბები