კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ რეგიონებში ოფისები დახურა

29 ნოემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
                                       
პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გახსნილი ადგილობრივი ორგანიზაციები, არჩევნების შემდეგ შიდა ქართლში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა.  დღეის მდგომარეობით, გორში მხოლოდ ორი პარტიის ოფისი ფუნქციონირებს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“. 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი ოფისების დახურვას არჩევნების შედეგებს უკავშირებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მწირი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახერხებენ რეგიონებში ოფისების დაქირავებას. 

მედეა აბაშიძე „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი: „ჩვენ პარტიაში ძალიან ბევრი საკითხი ჩემთვისაც პირადად გაუგებარია. მათ შორის არის ოფისების დახურვა. ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა რომ არ არსებობს და მხოლოდ წინასაარჩევნოდ იხსნებიან პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“.

გორში ოფისის დაცლა დაიწყეს „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლებმაც. როგორც ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ტოლიაშვილი აღნიშნავს, რამდენიმე თვე ოფისის გარეშე მოუწევთ პარტიული საქმიანობის გაგრძელება.

„საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა. თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და სამწუხაროდ, პარტიის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ოფისის დაქირავების ხელშეკრულების გაგრძელებას“-განაცხადა ტოლიაშვილმა.

მიუხედავად ბარიერის გადალახვისა, ქ. გორში ოფისი დახურა „პატრიოტთა ალიანსმა“. ადგილობრივ ორგანიზაციაში ამის მიზეზად  საოფისე ფართის სიმცირეს ასახელებენ. მას შემდეგ, რაც ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი გახდა ცნობილი, „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა ბაზანდარაშვილმა განაცხადა, რომ ოფისი კვლავ გაიხსნება 2017 წლის თებერვალში.

„ფართი არ გვყოფნიდა ძველ ოფისში და ამიტომ დავხურეთ და თებერვალში უკვე გავხსნით ისეთ ოფისს, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას შეეფერება“, -განაცხადა ბაზანდარაშვილმა.

ქ. გორის მსგავსად ანალოგიური მდგომარეობა შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში.

ახალი ამბები