კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში სინაგოგა გაქურდეს

6 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

1 დეკემბერს, გორის სინაგოგაში მისულ ეთნიკურად ებრაელებს სამლოცველო გაქურდული დახვდათ. სინაგოგიდან ხელით ნაწერი უძველესი თორები წაიღეს. ხელნაწერების ნაწილი სამართალდამცავებმა  შენობის უკან აღმოაჩინეს, თუმცა მათი უმეტესობა დაზიანებული იყო.

„58 წლის ვხდები და ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. ეს ქართველებისა და ებრაელების მტრის ხელით არის ჩადენილი“, - განაცხადა გულნარა მამისთვალოვმა.

2 დეკემბერს გორის სინაგოგაში საქართველოში ისრაელის ელჩმა შაფთაი ცურიმ და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ სეფერთორა ჩამოაბრძანეს, რათა შაბათის ლოცვას ხელი არ შეშლოდა.  საქრთველოში ისრაელის ელჩის განცხდებით,  აღნიშნული ფაქტი ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობაზე გავლენას ვერ მოხდენს.

შაფთაი ცური ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:,,თბილისის ცენტრალური სინაგოგიდან ჩამოვაბრძანეთ სეფერთორა, რათა შაბათის ლოცვას ხელი არ შეშლოდა. მომავალ წელს აღვნიშნავთ ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს, რაც კიდევ უფრო მეტად გააღმავებს ურთიერთობას.”

,,ფაქტი დასაგმობია და სამართალდამცველებმა დროული რეგირება უნდა მოხდინონ. სინაგოგა იქნება, - მეჩეთი თუ ეკლესია, მსგავსი რამ ვერავინ ვერ უნდა გაბედოს",  - განაცხადა რელიგიის საგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფატზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას საცავში უკანონო შეღწევით გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. მომხდარზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ახალი ამბები