8 დეკემბერს, 12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას.