კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 20 წლისაა!

13 დეკემბერი, 2016
 
ნათია გოგოლაშვილი

9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 20 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 1996 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის სერთაშორისო დღეს, დაარსდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 2012 წლამდე იყო უჩა ნანუაშვილი - ამჟამად საქართველოს სახალხო დამცველი. იგი ადამიანის უფლებათა ცენტრის 20 წლის იუბილეს დაესწრო და დამსწრეებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა.

„20 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაიარა ძალიან რთული პერიოდი. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა პრობლემები, მაგრამ უცვლელი იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია. ის ყოველთვის იყო ერთგული საკუთარი პრინციპებისადმი. რეალურად, ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმ კატაკლიზმებისა და პოლიტიკური ცვლილებებისა, ცენტრმა მოახერხა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, ყოფილიყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია და კრიტიკული ყველა მთავრობის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში ცენტრმა შეძლო ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრი უფლებაშელახული მოქალაქის დახმარება და დღეს კვლავ ასეთი შემართებით აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე მრავალი წელია, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია, გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ხოლო ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ძალთა გადანაწილებას დისკრიმინაციის ყველა დონეზე აღმოსაფხვრელად.

„ჩვენი მიზნების მისაღწევად ყველა ღონეს ვხმარობთ, თუმცა არის სხვადასხვა გამოწვევა; ყველა ხელისუფლების პერიოდში სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს. მაგალითად, ბოლო პერიოდში თავი იჩინა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებმა, ოჯახში ძალადობის პრობლემებმა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივმა აქტებმა. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში უფრო სხვა ტიპის პრობლემები იყო: პოლიტიკური დევნა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, კერძო საკუთრების უფლებების შელახვის ფაქტები და სხვა. შესაბამისად, მუშაობა კვლავ ბევრი მიმართულებით გვიწევს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის სფეროებია: კანონის უზენაესობის გაძლიერება; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა; თანასწორობის დაცვის ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაცია; გარდამავალი მართლმსაჯულება; დემოკრატიული პროცესების გაძლიერება და მშვიდობის მშენებლობა; ადამიანის უფლებების დაცვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი უფასო იურიდიული დახმარებას უწევსწამების მსხვერპლ პატიმრებს, იცავს მათ ინტერესებს, როგორცადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით. მონიტორინგს უწევს პატიმართამდგომარეობას პენიტენციურ დაწესებულებებში და მათ საცხოვრებელპირობებს; ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ ინსტიტუციურ რეფორმებსა დაკანონმდებლობის გაუმჯობესებაზე სასჯელაღსრულების სფეროში. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატები მუშაობენ შსს-ს, პროკურატურის და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციურრეფორმებზე; საკანონმდებლო წინადადებებით მიმართავენ პარლამენტს, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს 113 დაზარალებულს ადამიანისუფლებათა ევროპულ სასამართლოში; საჩივართა დიდი ნაწილი ეხება წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახველ მოპყრობას, სიცოცხლის უფლების ხელყოფას, სამართლიანისასამართლოს უფლების დარღვევას და საკუთრების უფლებისუგულვებელყოფას სახელმწიფოს მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგადდაზარალებულთა უფლებების დარღვევას. ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოსომის დროს დაზარალებულ 193 პირს ჰააგის საერთაშორისოსისხლის სამართლის სასამართლოში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა. 

ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრს არაერთი პროექტი განუხორციელებია რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით; პროექტის ფარგლებში, ხორციელდებოდა როგორც რელიგიურუმცირესობათა უფლებების სასამართლო წესით დაცვა, ისესაერთაშორისო მექანიზმებში წარმომადგენლობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე იცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლქალებს და უწევს მათ უფასო იურიდიულ დახმარებას. ცენტრი მუშაობს ქალთა ფემიციდის საქმეებზეც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულ;ება არის ნდობის აღდგენა. პირველად ასეთი გაცხადებული აქტივობა, რომელიც განხორციელდა ჩვენი ცენტრის მხრიდან, ნდობის აღდგენის მიმართულებით, იყო კამპანია „ბოდიში“. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის 2012-1015 წლებში ცენტრმა, ბევრ სამხრეთ კავკასიურ ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელობით, განახორციელა პროექტი „კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“. კოალიცია აერთიანებს ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მშვიდობის მყოფელებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში შედიან აფხაზი, ოსი და ყარაბახელი უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ექსპერტები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იუბილეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

„ამ ორგანიზაციას ბევრი აქვს გაკეთებული საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის, განვითარებისა და დაცვისთვის.  ძალიან ამაყი ვარ, რომ მეც მაქვს მცირე წვლილი შეტანილი იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობდი, 2008-2010 წლებში. იმედი მაქვს, რომ ცენტრი გააგრძელებს ისევ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ადამიანის უფლებების დაცვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი დიდი ხანია, ერთგულად ემსახურება ადამიანის უფლებებს, განურჩევლად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში, როგორი გარემოა ქვეყანაში. ადამიანის უფლებათა ცენტრი მისდევს პრინციპებს და არა პოლიტიკური კონტექსტების ცვლილებას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციისთვის“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ძალიან მიყვარს ის, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი აკეთებს. ეს არის ამ ქვეყნის  განვითარების საძირკველი, სამართლებრივი და ადამიანური თვალსაზრისით. ამ ცენტრმა საქართველოში ძალიან ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ხმალამოღებული მებრძოლი წამების, არაჰუმანური, არადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა. 

„ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც გამოირჩევა ძალიან ძლიერი შემართებით, მონდომებითა და აქტიურობით იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. მათ მიერ განხორციელებული კარგი საქმეები და შედეგები სახეზეა და, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო მეტი კარგი შედეგი ექნება ამ გუნდს. მინდა, წარმატებები ვუსურვო, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციას“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ელბაქიძემ. 

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში“, - აცხადებს ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ხელმძღვანელი, ირინა ფუტკარაძე.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი არის სხვადასხვა საერთაშორისო ქსელის წევრი ორგანიზცია, ესენია: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია(FIDH); წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია(OMCT); ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასამთავრობოთაკოალიცია (CICC); ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე;  მშვიდობის საერთაშორისო ბიურო (IPB); სამოქალაქო მშვიდობის სამსახურების ევროპული ქსელი(EN.CPS); UNITED for Intercultural Action - ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდასაჭერად; ბავშვთა უფლებების საინფორმაციო ქსელი (CRIN).

ახალი ამბები