კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა

22 დეკემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი ქალაქის თვითმმართველ ორგანოს ჯერ არ დაუმტკიცებია.  თუმცა, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საკრებულოს ოპოზიციური ფრთისთვის იგი უკვე გახდა  კამათის და ერთგვარი პროტესტის საგანი. არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი უმნიშვნელოვანესი საკითხია და მისი ფართო განხილვის გარეშე დამტკიცება უბრალოდ დანაშაულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ აუცილებელია მოხდეს ბიუჯეტის პროექტის მაქსიმალური განხილვა. საზოგადოების, რაც შეიძლება, მეტი ჩართულობა და არა იმ გეგმის განხორციელება (გავიდეს იგი ყოველგვარი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე), რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს. 

„მათ სურთ მიიღონ 2017 წლის ბიუჯეტი ისე, რომ არ გადაიხედოს რიგი საკითხები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია. თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ე.წ. „საჯაროობისთვის“ ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერიის ვებგვერდზე განათავსა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არაფერს ცვლის, არ არის საკმარისი. მოგვიანებით, ჩვენი პროტესტის და შესაბამისი განცხადების გავრცელების შემდეგ ბიუჯეტის განხილვა მოხდა, თუმცა, გვაქვს გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც აუცილებელია, რომ განვიხილოთ. უნდა მოხდეს მისი დეტალური  განხილვა, შესაბამისად, იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც არასამთავრობო სექტორს აქვს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს“, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე.

შენიშვნები აქვთ NGO სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც. კერძოდ, ქონების გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც ქუთაისის მერიაში არ ეთანხმებიან. 

„იყო შენიშვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შენიშვნას ვერ მივიღებთ, რადგან თვითონ ფაქტია არასწორი. როგორ არის შემცირებული ქონების გადასახადი, როცა მიმდინარე წელს აქედან შემოსული შემოსავალი 5 650 ათასი ლარია, ხოლო მომავალ 2017 წელს 10 700 ათასი ლარი იქნება? ანუ, რა გამოდის, რომ საქმე არცთუ ცუდადაა, პირიქით, გვაქვს მატება“, - აცხადებს ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე.
ადგილობრივი ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურაა. როგორც გასულ, ისე 2017 წელსაც ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ცენტრალური მთავრობის ინიციატივის თანახმად, ქუთაისშიც, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, გასული 2 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შემცირდა და ცვლილებები მომავალში კვლავ იგეგმება. თუმცა, რამდენად აისახება დადებული პირობა ქალაქის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, რამდენიმე დღეში გაირკვევა. ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.    

ახალი ამბები