კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში სტალინის ქუჩას მოსახლეობამ სახელი შეუცვალა

24 დეკემბერი, 2016
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

21 დეკემბერს იოსებ სტალინის 137-ე წლისთავის აღსანიშნავად გორში დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები, საიუბილეო მანიფესტაციას ადგილობრივების ნაწილიც შეუერთდა. დემონსტრაციის მარშრუტი წელსაც გასული წლების მსგავსად უცვლელი იყო. მანიფესტაციის მონაწილეები თავდაპირველად ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ერთად შეკრებილიყვნენ, რათა ხალხის მასა გამოჩენილიყო. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ტრადიციული მსვლელობა მუზეუმიდან ქალაქის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე, იმ ადგილზე სადაც სტალინის ძეგლი იდგა,  სტალინის ბიუსტი დადგეს და ბელადის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს.

„კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წარმომადგენლებმა   ქალაქ გორის საკრებულოს მოუწოდეს სამართლიანობა აღადგინონ და აღებული სტალინის ძეგლი ძველ ადგილზე დააბრუნონ, თუმცა თანახმა არიან იმაზეც, რომ მუზეუმთან დაიდგას. 

“დღეს შევიკრიბეთ მემარცხენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რათა შევახსენოთ ხალხს სტალინის სახელი. გორსა და საქართველოში სტალინის ძეგლის აღდგენა აუცილებელია. თანაც ძეგლი უნდა დაიდგას იქ, სადაც მანამდე იდგა, ანუ გორის ცენტრალურ მოედანზე. ამისათვის ხალხმა აუცილებლად უნდა იბრძოლოს", - განაცხადა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფიამ.

,,მსოფლიო მტერი დაამარცხა, ეს არის ჩვენი ხატი", - ამბობს ზურაბ ტეტუნაშვილი, რომლსაც ხელში სტალინის დიდი პორტრეტის ერთი მხარე უჭირავს.

იმ დროს როდესაც ,,სტალინელები" ბელადის  დაბადების დღეს ზეიმობდნენ გორელმა აქტივისტებმა სტალინის გამზირს სახელი “გადაარქვეს”, მათ საცხოვრებელ სახლებზე ქუჩის აღმნიშვნელი სახელწოდების და ნუმერაციის მიხედვით მარო მაყაშვილის ქუჩის აბრები სახელდახელოდ დაამზადეს და გააკრეს. აქტივისტები აპირებენ, რომ ქალაქის საკრებულოს ხელმოწერებით მიმართონ. მათი მოთხოვნაა სტალინის ქუჩის სახელი მარო მაყაშვილის სახელით შეიცვალოს. 

ახალი ამბები