კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

26 დეკემბერი, 2016
 
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შესული ცვლილება მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის ხელშეწყობა. ასევე - მოწმეთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების გაწევა, რათა დაცული იქნას მათი საპროცესო უფლებები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა განხორციელდება კვლევის - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“ ფარგლებში. 

კვლევის მიმდინარეობისას უკვე გამოიკვეთა პრობლემატური საკითხები, რაც შეეხება მოწმის ახალი წესით  მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას.  იკვეთება ტენდენცია, რომ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით დაბარებული პირების სათანადო ინფორმირება არ ხდება  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ახალი ცვლილების შესახებ, რომელიც გამოსაკითხ პირს  უფლებას აძლევს, საგამოძიებო ორგანოში უარი განაცხადოს გამოკითხვაზე და ჩვენება მისცეს სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით.  

გარდა ამისა, მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის პრაქტიკა ძალიან მწირია, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. ამასთან, კვლევის ფარგლებში პრობლემაა იმ ადვოკატების მოძიებაც, რომლებიც სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის  მიხედვით უშუალოდ მონაწილეობდნენ მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის პროცესში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატები ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევრებს დაეხმარებიან მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაში. კვლევის კვალდაკვალ გამოვლენილი ტენდენციები, პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები გახდება ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთობლივი განხილვის საგანი. 

იურიდიული დახმარების სამსახურის გარდა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სახალხო დამცველთან. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან. იგეგმება შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან.

  ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები