კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევას ხელს შეუწყობს

11 იანვარი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ და მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებზე მისი მოსაზრებები მოისმინეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს იკვლევს. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამჭვირვალე და ეფექტურ ფუნქციონირებას. კვლევის საფუძველზე გამოვლინდება მოწმის დაკითხვის ახალი  წესის  დადებითი და უარყოფითი მხარეები. პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომ ადამიანის უფლებათა ცენტრი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთა ადვოკატირებასაც განახორციელებს შესაბამის უწყებებთან.

2016 წლის 20 თებერვალს ძალაში შევიდა მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან სავალდებულო დაკითხვას გულისხმობს. ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის პრაქტიკა ძალიან მწირია, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1 მარტიდან 16 სექტემბრამდე, ახალი წესით მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხვის მხოლოდ 20 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 13 შემთხვევაში მოწმე ახალი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა მომზადებული შეხვდა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას. ამავე დროს, კანონის ახალი ნორმების ამოქმედების დღიდან მოსამართლეებთან ბევრად უფრო მეტი მოწმის დაკითხვის მოლოდინი არსებობდა. მწირი პრაქტიკა ნამდვილად აჩენს კითხვებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ახალ წესთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობას საზოგადოებაში. 

ნინო გვენეტაძე ადამიანის უფლებათა ცენტრს კვლევის განხორციელების პროცესში მხარდაჭერას დაპირდა. უზენაესი სასამართლოს საკონსულტაციო საბჭო მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებზე შესაბამისი პრაქტიკის მქონე მოსამართლეებს მოიწვევს და დისკუსიის ფორმატში მათ მოსაზრებებს ამ თემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები