კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყვიავში ასწლოვანი ხეების მოჭრა გააპროტესტეს

11 იანვარი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ტყვიავის თემიდან,  თემურ გიგუაშვილი, 4 იანვარს სოფელ ტყვიავში, ასწლოვანი კედრის ჯიშის ხეების მოჭრის ფაქტის სამართალდამცველების მხრიდან შესწავლას ითხოვს. თვითმმართველობაში საკრებულოს წევრმა ინფორმაცია მოიძია, თანახმად,  ის ტერიტორია სადაც ხეები გაიჩეხა 2011 წელს გასხვისდა. კერძო მფლობელმა კი  კომერციული ინტერესებისთვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხეების მოჭრა დაიწყო. 

,,ამ ტერიტორიის გასხვისება  წინა ხელისუფლების დროს მოხდა. გვაინტერესებს, რამდენად სამართლიანად გასხვისდა ეს ტერიტორია და ამის შესწავლას ვითხოვთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან", -აცხდებს თემურ გიგუაშვილი. 

სოფლის დეპუტატისა და ადგილობრივების აქტიურობის შედეგად, ხეების მოჭრის სამუშაოები შეჩერებულია. ტყვიავის მაცხოვრებლების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონას განეკუთვნებოდა და  თავის დროზე მისი გასხვისება არაკანონიერი იყო.

,,ასწლოვანი ხეების მოჭრა ეს არის 21-ე საუკუნის დანაშაული. უნდა მოხდეს შესწავლა და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ეს ტერიტორია გაყიდა და ვინც ხეების მოჭრა დაიწყო", - განაცხდა ტყვიავში მცხოვრებმა ნელი ტაბატაძემ. 
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ ხეების მოჭრის ნებართვით კერძო მესაკუთრემ მიმართა მათ, თუმცა გამგეობამ ხეების მოჭრაზე ნება არ დართო. 

ამ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი 10 იანვარს ტყვიავში ადგილობრივებს შეხვდა.

,,შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, რამდენად კანონიერად გაიყიდა აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერად მოჭრეს ხეები. მართლაც უნიკალური კედარის ჯიშის ხეები განადგურდა", - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასასხვისებელი ობიექტების სიის შედგენამდე ტარდება სოფლის საერთო კრებები, სადაც თვითმმართველობა მოსახლეობას  გასაყიდი ობიექტების შესახებ საქმის კურსში აყენებს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მოსახლეობის აზრის და სოფლის საჭიროების გათვალისწინებით ხდება გასაყიდი ობიექტების სიის შედგენა.

ახალი ამბები