კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია 'რესპუბლიკელები -კონსერვატორები' დაიშალა

17 იანვარი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

13 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „რესპუბლიკელები-კონსერვატორები“ დაიშალა. ფრაქციის დაშლის მიზეზი საკრებულოს წევრების, ვახტანგ ბერკაცაშვილის და ზვიად დავითიძის, მიერ ,,რესპუბლიკური პარტიის" დატოვება გახდა. 

ბერკაცაშვილმა და დავითიძემ ,,რესპუბლიკური პარტიის" დატოვების გადაწყვეტილება საპრლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღეს, თუმცა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც დავით უსუფაშვილმა დატოვა ,,რესპუბლიკური პარტია".  დავითიძე და ბერკაცაშვილი საკრებულოში მუშაობას ამ დროისთვის დამოუკიდებლად აგრძელებენ. ფრაქციის გაუქმების შემდეგ მათ საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,ერთობა" ,,კონსერვატიული პარტიის" წევრთან, ილია მიღრიჯანაშვილთან ერთად შექმნეს. 

,,რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შემდეგ დავშალეთ ფრაქციაც და დავაარსეთ ახალი ფრაქცია ,,ერთობა", რომლის შემადგენლობაც უცვლელია. ფრაქციის თავმჯდომარე ზვიად დავითიძეა", - განუცხადა humanrights.ge-ს ვახტანგ ბერკაცაშვილმა.  

საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი საკითხი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სესხის აღების ნებართავის მიცემას შეეხებოდა. გამგეობამ მყარი ნარჩენების გასატანად ,,მერსედესის“ მარკის ორი სპეცავტომანქანის შესაძენად 521 814 ლარის სესხის აღება გადაწყვიტა. დეპუტატების უმრავლესობამ გამგეობის ინიციატივას მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სპეციალური დანიშნულების ავტომანქანების მეშვეობით მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მყარ ნარჩენებს გაიტანენ.

ახალი ამბები