ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
15 იანვარს, ქალაქ გორში წერეთლის ქუჩაზე, ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, გურამ გოგიჩაიშვილი ამ დრომდე უცნობმა პირმა ჯერ დაჭრა და შემდეგ ე.წ. „საკონტროლო გასროლით“ მოკლა.
გურამ გოგიაჩაიშვილს ცეცხლი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობის ,,დემოკრატიული საქრთველოს" გორის ოფიში გაუხსნეს. როგორც პარტიის გორის ორგანზიციაში აცხადებენ, გარდაცვლილი პარტიის წევრი არ ყოფილა და მასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სამართალდამცვლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მკვლელობას ორი მოწმე შეესწრო, რომლებმაც სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელმაც გოგიჩაიშვილს ესროლა სახე დაფარული ჰქონდა.
გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.