კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერიასა და ინდმეწარმეს შორის დაწყებული დავა სასამართლოში ინაცვლებს

25 იანვარი, 2017
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

მიუხედავად იმისა საახალწლო დღეები უკვე დასრულდა, ქუთაისის ქუჩებში საზეიმო განწყობა კვლავ შენარჩუნებულია. კერძოდ, რიგ ქუჩებში ჯერაც რჩება ე.წ. “ფიგურული განათებები” და არავინ იცის, როდის მოხდება მათი დემონტაჟი. მიზეზი დაჯარიმებული ინდმეწარმეა, რომელმაც გასული წლის დეკემბერში ქალაქის მორთვის უფლება ტენდერში გამარჯვების გზით მოიპოვა.

„ქუთაისის მერიამ საახალწლო განათებისთვის, იმისთვის, რომ ქალაქის ქუჩები სათანადოდ მორთულიყო და ახალ წელს ღირსეულად შევხვედროდით, 49 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამოვლინდა გამარჯვებული და შესაბამისად, მას დაეკისრა აღნიშნული სამუშაოების შესრულება. თუმცა, ინდმეწარმის მიერ შესრულებულ სამუშაოებში თავიდანვე შეინიშნებოდა ხარვეზები. ბუნებრივია, მან მიიღო გაფრთხილება და დაევალა წარმოედგინა სამონტაჟო საქმიანობის სერთიფიკატი. მან მსგავსი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც დაჯარიმდა“, - აცხადებენ ქუთაისის  მერიაში.

ჯარიმა კი, როგორც ირკვევა საკმაოდ მკაცრია და ინდმეწარმისთვის ტენდერით გათვალისწინებული 49 ათასი ლარის არგადახდას გულისხმობს. 
„რა თქმა უნდა, მერია არ გადაიხდის აღნიშნულ თანხას. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში ფულს არ გადავყრით. ეს საკითხი შეიძლებოდა, უპრობლემოდ მოგვარებულიყო და აქამდე არ მისულიყო, თუ ინდმეწარმე გამოიჩენდა პასუხისმგებლობას ქალაქის ხელმძღვანელობის და საერთოდ, ქალაქის მოსახლეობის მიმართ და წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას, არ იქნებოდა ის ხარვეზები, რაც იყო და თავიდანვე გამოსწორდებოდა და ა. შ. თუმცა, ასე არ მოხდა“,  - განმარტავენ მერიაში.

კომენტარს არ აკეთებს თავად ინდმეწარმე ჯღარკავა. როგორც ირკვევა, მასსა და მერიას შორის არსებული დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინაცვლებს. სწორედ სასამართლო ორგანო დაადგენს, გადაუხდის თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა ინდმეწარმეს შესრულებულ სამუშაოში ტენდერით გათვალისწინებულ 49 ათას ლარს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამ უკანასკნელს გაამართლებს, მაშინ განათებების დემონტაჟი მერიის შესაბამის სამსახურს მოუწევს. სხვა შემთხვევაში, ინდმეწარმეს დაეკისრება ველდებულება, აღნიშნული სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისის 51 მილიონ ნახევრიანი ბიუჯეტიდან ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის ჯამში 250 ათასი ლარი გამოყო.

ახალი ამბები