კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნები შეაჯამა

30 იანვარი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 24 იანვარს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატეს: „თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ და უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს ჰქონდა საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება“.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა 3 513 884, მათ შორის: ქალი ‒ 1 888 975 (53.76%) და კაცი ‒ 1 624 909 (46.24%). საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველი ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა (51.94%). რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული იყო 2 421 455 ამომრჩეველი, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 908 401 ამომრჩეველმა (37.51%).

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები სულ 3 702 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. საქართველოში ‒ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 3 634 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11 საარჩევნო უბანზე, ხოლო საზღვარგარეთ ‒ პროპორციული საარჩევნო სისტემით 43 სახელმწიფოში შექმნილ 57 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ 2 საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღის პროცედურები განხორციელდა. 
საოლქო საარჩევნო კომისიებს არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების  დასაფინანსებლად  პირველი და მეორე ტურისთვის გადაერიცხათ 2 970 182 ლარი. 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი 426 288 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა კი  2 543 894 ლარი შეადგინა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრისა და ხელმძღვანელი პირის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად არჩევნების პირველი და მეორე ტურისთვის მიიმართა 15 269 493 ლარი. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრისა და ხელმძღვანელი პირის შრომის ანაზღაურების ჯამურმა თანხამ შეადგინა 69 609 ლარი.

ცესკოს ანგარიშის მიხედვით, ცესკოს აპარატის თანამშრომლებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, გაიმართა 5 ტრენინგი რომელთა შედეგად კვალიფიკაცია აუმაღლდა 222 თანამშრომელს. კვალიფიკაცია ასამაღლებელი ტრენინგები ასევე ორ-ორ ეტაპად ჩატარდა როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. 

პირველ ეტაპზე  ტრენინგი გაიარა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის, მათ შორის 53 ძირითადი და 20 დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის 912-მა წევრმა (დასწრების კოეფიციენტი 96%). საოლქო საარჩევნო კომისიების ტრენინგების მეორე ეტაპზე განხილულ იქნა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა. ტრენინგი გაიარა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის 895-მა წევრმა (დასწრების კოეფიციენტი 94%). ტრენინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგის პირველ ეტაპზე, (30 აგვისტო – 7 სექტემბერი) საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების მიერ მომზადებულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე ხელმძღვანელი პირების არჩევის წესთან დაკავშირებით და გადასცეს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო ინსტრუქცია. ტრენინგის მეორე ეტაპი (10-20 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) სწავლებას, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. ტრენინგები გაიარა საუბნო საარჩევნო კომისიების 36 995-მა წევრმა (დასწრების კოეფიციენტი 78%).

თუმცა, ამის მიუხედავად, არჩევნების შეფასებისას, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კომისიის წევრთა დაბალ კვალიფიკაციას ასახელებდნენ. საიას შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საუბნო და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების გადახედვა-დახვეწას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღემდე შევიდა 135 განცხადება/საჩივარი. აქედან, დაკმაყოფილდა – 22, არ დაკმაყოფილდა – 89, განუხილველი დარჩა – 11, გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის –10, გათხოვილ იქნა – 3.53 საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღესთან (პირველი ტური) დაკავშირებით შევიდა 1168 განცხადება/საჩივარი. აქედან, დაკმაყოფილდა - 431, არ დაკმაყოფილდა – 485, განუხილველი დარჩა – 229, გათხოვილ იქნა – 23. საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღესთან (მეორე ტური) დაკავშირებით შევიდა 295 განცხადება/საჩივარი. აქედან, დაკმაყოფილდა – 124, არ დაკმაყოფილდა – 129, განუხილველი დარჩა – 40, გათხოვილ იქნა – 2.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაწილეობით არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე გაიმართა სულ 46 სასამართლო პროცესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 2 საქმე, ხოლო სრულად დაკმაყოფილდა – 1 საქმე, მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა 1 საქმეზე, ასევე, საქმის წარმოება შეწყდა დავის არარსებობის გამო 1 საქმეზე, ხოლო ცესკოს სასარგებლოდ გადაწყდა 41 საქმე.

აქვე აღსანიშნავია, რომ საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზგასმით მიუთითებდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციით, საარჩევნო საჩივრების განხილვაზე პასუხისმგებელმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლომ დროულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იმოქმედოს და, საჭიროების შემთხვევაში, საჩივრების დაკმაყოფილების ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს.

ახალი ამბები