კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი დევნილებს სახელმწიფოს ახალ პოლიტიკაზე ესაუბრა

31 იანვარი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

30 იანვარს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქ. გორში, ტურბაზის დევნილთა ჩასახლებასა და სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დევნილების უმრავლესობა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდება. სოზარ სუბარმა ის დევნილი ოჯახები მოინახულა, რომლებსაც რამდენიმე თვეში ბინა ქ. გორში კომბინატის და წმინდაწყლის დასახლებაში მშენებარე კორპუსებში გადაეცემათ. აღნიშნული პირები 90-იანი წლების დროს ცხინვალიდან არიან დევნილები. 

,,ორი წლის წინ, როდესაც მინისტრად დავინიშნე, მაშინ ვიყავი ტურბაზის ჩასახლებაში და სასტუმრო „ქართლში“, იმის შემდეგ სულ ვერიდებოდი აქ მოსვლას, რადგან მოსახლეობა აქ  მძიმე პირობებში ცხოვრობს. პირობა მქონდა მიცემული მათთვის, რომ გაგიყვანთ ყველას და ამ პირობას ვასრულებთ ზაფხულში. ივნისი-ივლისის თვეში ამ ადამიანებს ექნებათ საკუთარი სახლი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა კომენტარი გააკეთა დევნილების მიმართ სახელწიფოს ახალ პოლიტიკაზე, რომლის მიხედვით დახმარება შეუწყდებათ იმ დევნილებს, ვისაც მინისტრის თქმით, კარგი სამსახური და ბიზნესი აქვს, ხოლო კონპენსაცია გაუორმაგდება იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც საშუალო და დაბალია.

,,თანხა, რომელიც დევნილებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება, ჯამში არის 250 მილიონი ლარი, აქედან 67 მილიონი ხმარდება მშენებლობებს, დანარჩენი არის გათვლილი სოციალურ პაკეტზე და იძულებით გადაადგილებული პირების სხვდასხვა საჭიროებაზე. ჩვენ გვინდა, რეფორმა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ფული წავიდეს მიზნობრივად იმ ადამიანებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა იმათზე, ვისაც ბიზნესი და კარგი სამსახური აქვს. 250 მილიონს არცერთი თეთრი არ მოკლდება ისე მოხმარდება დევნილებს, ოღონდ მოხმარდება უფრო ეფექტურად, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაუორმაგდეთ სოციალური დახმარება იმ დევნილებს, რომლებსაც უჭირს. ასევე დაზოგილი თანხიდან გაორმაგდება მშენებლობის ტემპი,  რაც სამ-ოთხ წელიწადში დევნილებისთვის ბინის პრობლემას დაასრულებს. აქვე მინდა, განვმარტო, რომ სტატუსი უნარჩუნდება ყველა დევნილს, ეს მინდა, ყველამ იცოდეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მინისტრმა კომენტარი ასევე სამინისტროს რეგიონული სამმართველოების გაუქმებაზეც გააკეთა და ეს გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა.

,,ოთხი რეგიონული სამმართველოდან ორი გავაუქმე. ქვემო ქართლის სამმართველო გავაუქმე იმიტომ, რომ ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი იყო ერთად. სამმართველოს რუსთავში ფუნქციონირებდა. კახეთიდან და მცხეთა-მთიანეთიდან ადამიანი ჯერ თბილისში უნდა ჩამოსულიყო და მერე რუსთავში, ეს იყო ძალიან მოუხერხებელი და ამიტომ სამმართველო გადმოვიტანე თბილისში. რაც შეეხება გორს, გორში უკვე დევნილების აბსოლუტური უმრავლესობა ბინით არის დაკმაყოფილებული და ივნისის შემდეგ ადგილზე აღარ დაგვრჩება დევნილი, რომლსაც არ ექნება ბინა და იქნება გაჭირვებულ მდგომარეობაში. თან გორი თბილისთან არის ახლოს და მონიტორინგი სამინისტროსგან მოხდება. ასევე დარჩენილი თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობს, ოღონდ გორის ნაცვლად თბილისის სამმართველოს თანამშრომლები იქნებიან. გორში ივნისის შემდეგ დევნილების საკმაოდ მცირე რაოდენობა რჩება ბინის გარეშე და შესაბამისად, სამმართველოს ფუნქციონირება ზედმეტი ფუფუნებაა და კარგავს აზრს", - აღანიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის პირველი იანვრის ბრძანებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სამმართველო გაუქმდა. სამმართველოს შვიდი თანამშრომლიდან სამი შემცირებაში მოჰყვა, ოთხს კი ორთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდა. სოზარ სუბარის განცხადებით ოთხივე თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას და სამინიტროს წარმომადგენლები იქნებიან ადგილზე.

ახალი ამბები