კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

10 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

7 თებერვალს ქალაქ გორში, შინდისის გზატკეცილზე,  მკვლელობა მოხდა.  53 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს. გარდაცვლილი მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა  გამოძიების ვერსიით,  მკვლელობის მოტივი არა სამსახურებრივ საქმიანობას, არამედ გარდაცვლილს და ეჭვმიტანილს შორის პირად უთანხმოებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი და მის დასაკავებლად  სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მომხდარზე საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გორში ეს უკვე მეორე მკვლელობის შემთხვევაა. 15 იანვარს ქალაქის ცენტრში ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შსს ამ დრომდე არ დაუკავებია.

ახალი ამბები