კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვის პროცესს აფასებს

16 თებერვალი, 2017
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოსამართლის წინაშე დაკითხვის პროცესს  მონიტორინგის უწევდა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესს ნიკა გვარამიას ადვოკატის სტატუსით დაესწრო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს იკვლევს. მოწმის დაკითხვის ახალი წესი ძალში შევიდა 2016 წლის 20 თებერვალს.

ახალი წესის თანახმად, ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს,  რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.

ვინაიდან „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა  საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე,  იგი მოწმის სტატუსით მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

ნიკა გვარამია მოწმედ იკითხებოდა  სსკ-ის 284 -ე მუხლის პირველი ნაწილისა (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების (ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და  გავრცელებ საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას მოსამართლის წინაშე დაკითხვა არსებითი დარღვევებით წარიმართა: მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია სასამართლოში იკითხებოდა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და  გავრცელების ფაქტზე, გამოძიება მას ძირითადად კითხვებს უსვამდა ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, რაც არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად, მიმდინარე ფაქტის  გამოძიებას არ უკავშირდება. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ გამოძიება ცდილობდა,  გეზი ქრთამის აღების ეპიზოდისკენ მიემართა და კითხვებიც აღნიშნულის ირგვლივ იყო დასმული.

ამ კუთხით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსამართლე არ ცდილობდა საქმესთან კავშირში არმყოფი კითხვების განრიდებას ან გამოძიებისთვის მითითებას, რომ კითხვები საქმის ირგვლივ დაესვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მოსამართლის პასიური როლი ნამდვილად არ  უწყობს ხელს მოწმის უფლებების სათანადო დაცვას გამოძიების ეტაპზე. მაგისტრატი მოსამართლის როლი სწორედ ისაა, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დაკითხვის პროცესის სამართლიანად და სათანადოდ განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

მთავარ პროკურატურას, გამოძიება გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართოს, რათა ობიექტურ დამკვირვებელს არ  გაუჩნდეს განცდა გამოძიების უსამართლოდ წარმართვასთან დაკავშირებით;

უზენაეს სასამართლოს, უზრუნველყოს მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით და აღნიშნულ პროცესში მოსამართლის როლის შესახებ;

ადამიანის უფლებათა ცენტრი


ახალი ამბები