კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის ფარგლებში მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ

25 თებერვალი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ

მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები თბილისის  საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს მოწმის დაკითხვის ახალი წესის  კვლევის ფარგლებში, მამუკა ახვლედიანისგან 17 თებერვლის დაკითხვის შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. მამუკა ახვლედიანმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს სასამართლოში მისი დაკითხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

2017 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის ახალი წესით დაიკითხა. 16 თებერვალს, გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა. საქმე ეხება ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოთ შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეს, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. მოწმის დაკითხვის ახალი წესის თანახმად, თუ მოწმედ გამოსაკითხი პირი უარს ამბობს გამოკითხვაზე, იგი შეიძლება დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ბრალდების მხარის შუამდგომლობით, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს იკვლევს. მოწმის დაკითხვის ახალი წესი ძალში შევიდა 2016 წლის 20 თებერვალს. პირველი მოწმე ახალი წესით 2016 წლის 29 თებერვალს დაიკითხა. 

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში  რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოსამართლის წინაშე დაკითხვის პროცესს  ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი მონიტორინგის უწევდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესს ნიკა გვარამიას ადვოკატის სტატუსით დაესწრო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები