კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

29 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

21 მარტი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ევა გვარაძის ოჯახი 29 დევნილი ოჯახიდან ერთ-ერთია, რომელსაც 20 მარტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ახალი ბინის გასაღები გადასცა. ევა გვარაძე ცხინვალიდან 27 წლის წინ იძულებით გადაადგილებული პირია. იგი ოჯახთან ერთად, ამ პერიოდის განმავლობაში, გორში, ტურბაზის დევნილთა ჩასახლებაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა.

,,27 წელია, დანგრეულ ხის კოტეჯში გვიხდებოდა ცხოვრება, ორჯერ გადმოვვარდი კიბიდან და სხეულის მოტეხილობა მივიღე. როგორც იქნა, ჩვენც გვეღირსა ნორმალურ პირობებში ცხოვრება", - განაცხადა დევნილმა ევა გვარაძემ.

გორში, ხუთსართულიან კორპუსში, საცხოვრებელი ბინები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო, ისინიც ტურბაზის დევნილთა ჩასახლებაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანგრევის პირას მყოფ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დევნილთა სამინისტრომ ბინები კრიტერიუმების გარეშე გადასცა. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, წლის ბოლომდე, გორში ყველა დევნილი ბინით და კარგი საცხოვრებელი პირობებით იქნება დაკმაყოფილებული. 

,,დამთავრდა 29 ბინიანი კორპუსი, 21 ოჯახს უკვე გადავეცით გასაღები,  რვა ბინა ჯერჯერობით დაგვრჩა ცარიელი, იმიტომ, რომ  დამატებით მოკვლევას საჭიროებს. უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში მთლიანად შეივსება ეს კორპუსი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია გორისთვის,  მთავრდება 480 ბინიანი კორპუსის მშენებლობა და შესაბამისად, ამ ზაფხულს უკვე, პრაქტიკულად, გორში არცერთი დევნილი, გაჭირვებული ოჯახი არ დარჩება, რომელსაც მძიმე საცხოვრებელი პირობები ექნება. ყველა მიიღებს გარემონტებულ და კარგი ფართის მქონე ბინას, სადაც ოჯახის წევრების სულადობა არის და იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

კორპუსი, რომლის რეაბილიტაციაც დევნილთა სამინისტრომ განახორციელა, წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომლის მშენებლობა თავდაცვის უწყებამ  იმ პირობით დაიწყო, რომ იქ  საცხოვრებელი ბინები  სამხედრო მოსამსახურეებისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა დასრულება ვერ მოხდა და წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. აღნიშნული კორპუსი თავდაცვის სამინისტრომ დევნილთა სამინისტროს გადასცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა 565 358 ლარი შეადგინა.  დასაქმებულთა 70% დევნილები იყვნენ.

გორში კომბინატის დასახლებაში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და 480 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს. ამის პარალელურად გორის საკრებულომ დევნილთა სამინისტროს ოთხი საბავშვო ბაღის შენობა გადასცა, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ და მინისტრის თქმით, უკვე დაიწყება მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი.

ახალი ამბები