კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ

28 მარტი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

24 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის პრეზენტაცია გამართა. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეეხო. პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა: სახელმწიფო მოწყობის მოდელების, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისა და თვითმმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია საყოველთაო შეთანხმების დოკუმენტია, სადაც საქართველოს მოქალაქეების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. 

,,საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით - ,,ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" ... ამის გათვალისწინებით, საყოველთაო თანხმობა უნდა იყოს იმ საკონსტიტუციო ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რასაც განიხილავს კომისია. აზრი უნდა ვკითხოთ ყველა მოქალაქეს, ბუნებრივია, ყველა მათგანის გათვალისწინება ვერ მოხდება, მაგრამ კონსტიტუციის დაწერაში მოქალაქეების ჩართულობა აუცილებელია და ამას ემსახურება ეს კამპანია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სტუდენტის დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან, ფაქტობრივად, საზოგადოება აღჭურვილია უფლებით, აირჩიოს პრეზიდენტი. საზოგადოებას კვლავ უნდა ჰქონდეს უფლება პრეზიდენტის არჩევის, ან უნდა განუმარტონ მათ, თუ რატომ ართმევენ ამ უფლებას და რით იქნება მათი ცხოვრება უკეთესი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა  გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გააგრძელა, სადაც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

პრეზიდენტთან გამართულ არცერთ შეხვედრას არ დასწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ამის მიზეზად კი მოუცლელობა დაასახელეს. 
 

ახალი ამბები