კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციისთვის დახმარების თხოვნის მიუხედავად, 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

14 აპრილი, 2017
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქალაქ გურჯაანში, 27 წლის გ. ცანკაშვილმა 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მოტაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, გოგონას დახმარების მიზნით, პოლიციისთვის აქვს მიმართული. მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც გოგონას ცოლად შერთვა სურდა, მოტაცებამდე მას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა. მათივე თქმით, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

ოჯახის წევრები გოგონას ამ დრომდე ეძებენ. პოლიციისთვის ცნობილია იმ ავტომობილის მოდელი და ნომერი, რომლითაც გოგონა გაიტაცეს, თუმცა სამართალდამცავები ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ახალი ამბები