კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

21 აპრილი, 2017
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2017 წლის 25 თებერვალს შსს სპეცდანიშნულების კარალეთის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმატივების ჩაბარებისას გარდაცვლილ სულიკო ანესაშვილის ოჯახის წევრები, მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ამის მიზეზად კი ძიების პროცესის გაჭიანურებასა და მის არასათანადოდ წარმართვას ასახელებენ.

სულიკო ანესაშვილს ნორმატივების ჩაბარებისას სატვირთო ავტომობილმა გადაურა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სულიკო ანესაშვილის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქმის ობიექტურად გამოძიების ნაცვლად ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა ხდება, როგორიცაა კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმის  უსაფრთხოების ზომებზე პასუხისმგებელი პირების წინაღმდეგ გამოძიების არდაწყება.

,,ვითხოვთ, როგორც მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ასევე - ბაზის იმ პირების, რომლებიც უსაფრთხოების ზომებზე იყვნენ პასუხისმგებელი", -ამბობს გარდაცვლილის ბიძა როლანდ ანესაშვილი.

გარდაცვლილის მამა სპეცდანიშნულების კარალეთის სპეცრაზმის ხელმძღვანელთან საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ მან შვილის გარდაცვალების ახალი ვერსია შესთავაზა, და უთხრა, რომ ნორმატივების ჩაბარებისას მომხდარი უბედური შემთხვევა ოფიციალურად ისე გაეფორმებინათ, რომ, თითქოს, შემთხვევა სათევზაოდ წასვლისას მოხდა.

„მე არავის ვუჩივი, მხოლოდ სიმართლის დადგენას ვითხოვ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. შვილიშვილები მეზრდებიან და მამამისი როგორ გადაიცვალა ხომ უნდა იცოდნენ", - განაცხადა რობერტ ანესაშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, ზაზა გიგაურის განცხადებით, კარალეთის ბაზას აქვს ეზო სადაც ნორმატივების ჩაბარება შესაძლებელი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სწავლებამ ბაზის გარეთ გადმოინაცვლა, მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა ყოფილიყო. 
,,ეს უბედური შემთხვევა გამოიწვია იმან, რომ უსაფრთხოების ზომებზე პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ნორმატივების მიმდინარეობის დროს არ იყო დაცული ადგილი”, - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ზაზა გიგაური ავტომანქანამ, რომელმაც 120-კაციან ჯგუფს შორის გაიარა და ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე იმსხვერპლა, კომპანია ,,იბოლიას" ეკუთვნის. აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მფლობელი პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა.  პარლამენტის დეპუტატის  განცხადებით, ნორმატივების ჩაბარება კომპანისთან მისასვლელ გზაზე მიმდინარეობდა. 

იოსებ მაკრახიძე გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში: ,,ექსპერტიზამ დალუქა ავტომანქანა, დაკითხა მძღოლი, დაიწყეს მოკვლევა. ამ ეტაპზე ის მძღოლი სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა არ ვიყავით გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ იქ სწავლება ან წვრთნა მიმდინარეობდა."

გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი გამოძიებისგან ექსპერტიზის დასკვნის გადაცემას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

ახალი ამბები