კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ კოშკას მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას მოითხოვს

27 აპრილი, 2017
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 აპრილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოშკას მცხოვრებლებმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით,   მოუწესრიგებელი გზის გამო სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ და მათ პროტესტს სოფლის მოსახლეობაც შეუერთდა. 

„სოფლის მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ მძღოლებს, რადგან მათ დაზიანებული გზის საფარის გამო ავტომობილები უფუჭდებათ. მოვითხოვთ, გზის რეაბილიტაციას“, - განაცხადა აქციის მონაწილე მაია თუხარელმა.

 „სოფელ კოშკაში ავტომობილით მისვლა შეუძლებელია. ვითხოვთ, ვიდრე ასფალტს დააგებენ, გზის საფარი დროებით ქვიშით დაფარონ, რათა გადაადგილება შევძლოთ“, - აღნიშნა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა კობა ქებაძემ.

აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ტარიელ მაისურაძე შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

,,მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია გზის დაზიანებულმა მონაკვეთმა.  ჩვენ ეს პროექტები გაგზავნილი გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ველოდებით დაფინანსებას, რათა  მთლიანად მოხდეს დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ეს გზები უკვე ათეული წლებია, არ შეკეთებულა. ჩვენი სამსახური დღესვე შეისწავლის და თუ დაფინანსება მივიღეთ, მთლიანად გავაკეთებთ ამ გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ხარჯებით შევძლებთ, იმ ერთი კილომეტრის გაკეთებას", - განაცხადა გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა.


ახალი ამბები