კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადებას დღეს პარლამენტი განიხილავს

11 მაისი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადებას სსკ–ის 262–ე მუხლით მსჯავრდებულთა ამნისტიის შესახებ დღეს პარლამენტი განიხილავს

სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, განსაკუთრებით,  ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით არაადაკევატურად მაღალი სასჯელები წლების განმავლობაში საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. უსამართლოდ  მაღალი სასჯელები განსაკუთრებით ნიშანობლივი იყო ქალი მსჯავრდებულების მიმართ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი არაერთხელ შეხვდა  ქალ მსჯავრდებულებს, რომლებიც  სასჯელს იხდიან სსკ–ის 262–ე მუხლის საფუძველზე. ნარკოტიკული დანაშაულისათვის მათ ამნისტიამდე 30, 25 და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

მსჯავრდებული ქალები საუბრობენ იმაზე, რომ  2012 წლის  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება დაპირდა ქალ მსჯავრდებულებს სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლების გადახედვას და ამ კუთხით  ქალ მსჯავრდებულთა არაადეკვატურად მაღალი სასჯელების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა. 

სამწუხაროდ, ცვლილებები დღემდე არ შეხებია სსკ–ის 262–ე მუხლს და სახელმწიფოს დღემდე არ შეუქმნია  უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი. დღემდე მსჯავრდებულები მოკლებულნი არიან  ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მისჯილი არაადეკვატურად მაღალი სასჯელების გადახედვის შესაძლებლობას, რაც არსებითად ლახავს მათ უფლებებს.

ქალ  მსჯავრდებულთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარკოტიკული დანაშაულისათვის სსკ-ის 262-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც მოხდილი აქვთ დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი, ნაწილს ორი მესამედიც,  პრეზიდენტი და შეწყალების კომისია  უარს ეუბნებიან შეწყალებაზე.

ამასთანავე,  ქალი მსჯავრდებულები უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები არ შეხებია სსკ–ის 262–ე მუხლს.  

იგივე მდგომარეობაა მამაკაც მსჯავრდებულებთან დაკავშრებით. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, ისინი   დღემდე არაადეკვატურად მაღალ სასჯელებს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დარღვეული უფლებების აღდგენის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის არარსებობის პირობებში, სსკ-ის 262-ე მუხლთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადებით პარლამენტი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. 

ამნისტიის აქტში შეთავაზებული მუხლის ფორმულირება (სსკ-ის  262-ე  მუხლი):

გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 2006–2012 წლებში დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირველად მსჯავრდებული პირი,  თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.

2006–2012 წლებში სსკ–ის 260–262–ე მუხლებით მეორედ და მეტჯერ ნასამართლებ პირებს დარჩენილი სასჯელი შეუმცირდეთ 1/4–ით.

ახალი ამბები