კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ „ზოგავს“ ბიუჯეტს ახმეტის გამგებელი - ქალაქში გაუქმებული წყლები და ვიზიტი აშშ-ში

23 მაისი, 2017
 

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ახმეტის ცენტრში სასმელი წყლის ყველა წერტილი ბიუჯეტის დაზოგვის მოტივით გააუქმებინა, მეორე დღეს კი იმავე ბიუჯეტის ხარჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 11-დღიანი მივლინებით გაემგზავრა. გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს ბექა ბაიდაურის მესამე ვიზიტია აშშ-ში. საერთო ჯამში მან 10-ზე მეტ სახელმწიფოში რამდენჯერმე იმოგზაურა.

ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური 2015-2016 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ იმყოფებოდა 7 -7 დღით. მივლინების ოფიციალურ მიზეზად ფინანსისტთა კონფერენციაზე დასწრება სახელდება. მხოლოდ ეს ორი მივლინება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 8 075 ლარი დაუჯდა: პირველ შემთხვევაში 5203 ლარი, მეორედ კი 2871 ლარი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით, ახმეტის გამგებელი საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის თანამდებობის პირთა შორის ერთპიროვნული „ლიდერია“. 2013 - 2016 წლებში მან 10-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და დაისვენა: აშშ-ში, ისრაელში, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში და სხვა. აქედან, ზოგიერთ ქვეყანაში იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა.

გამგებლის საზღვარგარეთული ვოიაჟების აბსოლუტური უმრავლესობა ბიუჯეტიდან დაფინანსდა, დახარჯული თანხა კი ათეულობით ათას ლარს შეადგენს. ამასთან, გამგებლის არცერთ ვიზიტს მუნიციპალიტეტისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

საინტერესოა, თუ როგორ ესმის ახმეტის გამგებელს უცხოეთში მისი ინტენსიური ვიზიტების მიზანი და დანიშნულება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ ბექა ბაიდაურმა განაცხადა: „ვალდებულება მაქვს მე, რომ წავიდე. საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა რომ არ მივიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არც ევროკავშირი, არც ნატო და არც არაფერი.“

დადასტურებული ინფორმაციით, ახმეტის გამგებელმა, აშშ-ში გამგზავრებამდე 1 დღით ადრე, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით, გააუქმებინა ახმეტის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის ეზოში და მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის ყველა წერტილი. „ეგ წყალი მე არ მჭირდება“, - უთხრა გამგებელმა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ბექა ბაიდაურმა უკვე რამდენიმე წელია გააუქმა ახმეტის ცენტრში მდებარე აუზი და შადრევანიც, რომელიც წყლის შიდაცირკულაციის პრინციპით არის მოწყობილი.

ახალი ამბები