კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ორგანიზაციების ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ

9 ივნისი, 2017
 
საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს,
საქართველოს პარლამენტს,

2017 წლის 6 ივნისი,

ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგმართავთ დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამო, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება 29 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა საღამოს, კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ და მეორე დღეს აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის სააგენტოს ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. 

მუხთარლის განცხადებით, ის იძულებით ჩასვეს მანქანაში, ხელები შეუკრეს და სცემეს. გამტაცებლებმა თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ჯიბეში ჩაუდეს 10 000 ევრო, მაშინ, როცა აზერბაიჯანის საზღვარს კვეთდა. მისი ადვოკატი ელჩინ სადიგოვი, რომელმაც მოახერხა იზოლატორში მუხთარლის ნახვა, ადასტურებს რომ მას აქვს სახეზე ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები და, სავარაუდოდ, გატეხილი აქვს ერთი ნეკნი. 31 მაისს, ბაქოს სასამართლომ მუხთარლის მიუსაჯა წინასწარი სამთვიანი პატიმრობა და ბრალად ედება კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 
აფგან მუხთარლი შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს ფაქტი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან საფრთხეში აგდებს ათობით აზერბაიჯანელ აქტივისტს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. ბევრი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი და სხვა სამოქალაქო აქტივისტი გამოიქცა აზერბაიჯანიდან ბოლო წლების განმავლობაში, რათა გაქცეოდნენ რეპრესიებს, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ხდებიან ძალადობის და დევნის მსხვერპლი. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ახლა სამშობლოში უკანონოდ იძულებით დაბრუნების მუდმივი შიშით უნდა იცხოვრონ. 

მაშინ, როცა აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა, იგი გაიტაცეს, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევაა. წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა აკრძალულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო. კონვენცია ავალდებულებს მის წევრ ყველა ქვეყანას, არ გააძევოს პირი, ექსტრადიცია ან დეპორტაცია არ მოახდინოს ადამიანის იმ ქვეყანაში სადაც მას ემუქრება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობა. ამდენად, საქართველოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და აღკვეთოს ნებისმიერი იძულებითი ფორმით მათი სამშობლოში დაბრუნება. აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი საქართველოს რეპუტაციას ლახავს. 
აზერბაიჯანის ხელისუფლება თავდაუზოგავად იბრძვის მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნისკმა 2017 წლის მაისში განაცხადა: „აზერბაიჯანში მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელი რჩება. 2015 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულს სასამართლოში წარგზავნილ 7 საქმეში ვიყავი ჩართული რომლებიც, ჩემი აზრით, ზუსტად ასახავენ ამ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების პრობლემებს: გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას და უფლებადამცველებისა და მათი ადვოკატების მიმართ აშკარა ძალადობას. ამ საქმეებში განმცხადებლები ამჯერად ციხეში აღარ არიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაშია ისეთი ბრალდებებით, რომლებიც მოკლებული არიან ყოველგვარ მტკიცებულებას“. საქართველოს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს მისი ისტორიული როლი და  შეიფაროს აზერბაიჯანელი დისიდენტები.
მივესალმებით აფგან მუხთარლის „უკანონო გატაცების“ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. იმედი გვაქვს, ის დაადგენს გამტაცებლების ვინაობას და ნათელს მოჰფენს ამ ფაქტში საქართველოს ხელისუფლების შესაძლო როლს. თუ დადგინდება  რომელიმე ქართველი საჯარო მოხელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევის ფაქტში, უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს ყველა ბოლოდროინდელ რეზოლუციას უფლებადამცველების შესახებ. ცოტა ხნის წინ, საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უფლებადამცველთა რეპრესიებზე, ზეწოლასა და იძულებით გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით. (რეზოლუცია 34/5, 2017 წლის 23 მარტი, ადამიანის უფლებათა საბჭო, საქართველომ მხარი დაუჭირა მას). საქართველოს მზაობა, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ამ ეტაპზე რისკის ქვეშ დგას.

წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის! 
პატივისცემით,

  • FIDH - უფლებადამცველების დაცვის ქსელის ობსერვატორის ფარგლებში
  • წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT) უფლებადამცველების დაცვის ქსელის ობსერვატორის ფარგლებში
  • კანადელი ჟურნალისტები გამოხატვის თავისუფლებისთვის
  • CEE Bankwatch Network
  • სამოქალაქო უფლებების დამცველები
  • ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი
  • Crude Accountability
  • ინგლისური PEN
  • თავისუფლება ახლა
  • ადამიანის უფლებები უპირველეს ყოვლისა
  • ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი
  • Human Rights Watch
  • IFEX
  • Index on Censorship 
  • ინიციატივა გამოხატვის თავისუფლებისთვი 
  • საერთაშორისო მედია დახმარება
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი
  • ჰოლანდიის ჰელსინკის კომიტეტი
  • ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
  • PEN ამერიკა
  • საერთაშორისო PEN
  • ადამიანი გაჭირვებაში
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

ახალი ამბები