კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხიდისთავში, სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით, გზა გადაკეტეს

27 ივნისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ აქცია გამართა. პროტესტი ბუნებრივი აირის მილების გაყვანამ გამოიწვია, რადგან ხიდისთავის მაცხოვრებლებს უთხრეს, რომ მილები სოფელ ატენის გაზიფიცირებისთვისაა განკუთვნილი და არა სოფელ ხიდისთავისთვის, სადაც აღნიშნული მილები გაჰყავთ.

ლალი ტლაშაძე, სოფელ ხიდისთავში მცხოვრები: „ჩვენი სახლების წინ გადის გაზის მილები და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ბუნებრივი აირით ვერ ვისარგებლებთ. ვითხოვთ, პრობლემის მოგვარებას. სად არიან ხელისუფლების წარმომადგენელები, რომლებიც გვპირდებოდნენ, რომ წელს სოფლის გაზიფიცირება მოხდებოდა, ახლა მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი."

აქციის მონაწილეებს პარლამენტში გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულური და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გელა კაპანაძე შეხვდნენ. ადგილობრივებმა მათ ჰკითხეს, თუ რატომ ხდებოდა სოფელ ხიდისთავის პრობლემების იგნორირება, რაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ. 

„დავაზუსტებ ყველაფერს და შემდეგ ვილაპარაკოთ. არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი, თუმცა, როგორც ვიცი, წნევა არ არის საკმარისი, რათა ბუნებრივი აირი სოფელ ხიდისთავსაც მიეწოდოს. მილები ატენის გაზიფიცირებისთვის გაკეთდა, რაც შეეხება ხიდისთავს, აქ ბუნებრივი აირი უფლისციხიდან და ქვახრელიდან უნდა შემოვიდეს. პროექტზე მუშაობა დაწყებულია“, - განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ხუბულურმა.

ატენი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის მშობლიური სოფელია, ადგილობრივების ნაწილი სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს ხელისუფლების მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებას. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე  გელა კაპანაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობა და გამგეობა გაზიფიცირების პროექტთან არაფერ შუაშია და მას ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ,,სოკარ ჯორჯია" ახორციელებს.

ხიდისთვის მცხოვრებლებმა პროტესტი დროებით შეაჩერეს, რადგან ადგილზე მისულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტუაციაში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვეს. იმ შემთხვევაში, თუ ხიდისთავის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წელს არ დაიწყება, ადგილობრივები აქციების განახლებას არ გამორიცხავენ.

ახალი ამბები