კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მავრთულხლართები, ღობეები, ბანერები და ხნულები - ოკუპაციის დინამიკა

14 ივლისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,დაიწყო მავრთულხლართებით, გაგრძელდა ღობეებით9, შემდეგ სახე იცვალა და გადავიდა ბანერების უკანონო ინსტალაციაში და ბოლო ფაზა ე.წ. “ბორდერიზაციის პროცესის” სწორედაც გამოისახება  ე.წ. “ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის” დაფიქსირებით საოკუპაციო ზოლზე”, - ასე აღწერს მცოცავი ოკუპაციის დინამიკას სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე.

ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში 11 ივლისს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები იყო.  ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებასთან ერთად ასევე განიხილეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცერონისში, კნოლევსა და ავლევში ე.წ. ხნულების გაკეთება.

სამივე სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, თუმცა ხნულები დე-ფაქტო მთავრობამ, დღეის მდგომარეობით, უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააკეთა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან მავთულის ღობეებით არის გამიჯნული.   

ერგნეთში გამართულ შეხვედრას ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობიდან მურატ ჯიოევი ესწრებოდა, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტის  სამ სოფელში საოკუპაციო საზღვართან გავლებულ ხნულს ხანძარსაწინააღდეგო ზოლი უწოდა.  
რაც შეეხება ბერშუეთში ერთი კვირის წინა აღმართულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერს, რომლის მიხედვით საოკუპაციო ხაზმა ადგილობრივების ნაკვეთებზე გაიარა ჯიოევი ამბობს: “მოსახლეობას უნდა ეფიქრა, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ დაეთესა მოსავალი.“

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბერშუეთში  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებას აპროტესტებენ. მათი თქმით, საკითხის განხილვა ჰუმანიტარულ ჭრილში უნდა მოხდეს და ადგილობრივებს ნაკვეთების დამუშავებასთან ერთად  მოსავლის აღების საშუალება უნდა მიეცეთ.

,,ივნისის თვეში დაფიქსირდა ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურება, რაც ცალსახად არის სიღრმისეული პრობლემა, რადგან საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს ექმნებათ სერიოზული პრობლემები. ამ საკითხის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში. აუცილებელია მათ, ვისაც საოკუპაციო ზოლში აქვთ მიწის ნაკვეთები მიეცეთ, როგორც დამუშავების, ასევე მოსავლის აღების საშუალება”, - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.   

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის შემდეგ  რამდენიმე ადგილობრივის მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.  დაზარალებულთა შორის არის მერაბ ჩილინდრიშვილი,  რომელიც  ამბობს, რომ ნაკვეთის დამუშავების დროს იქ მხოლოდ ბოძი იდგა, დღეს კი ბოძის ნაცვლად, ქერის ყანაში, ბანერია აღმართული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მიწის ნაკვეთიდან მერაბ ჩილინდრიშვილი მოსავლის აღებას ვეღარ ახერხებს და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

,,იმედი მაქვს, რომ მოხდება შეთანხმება და შევძლებთ მოსავლის აღებას. მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს ეს ბანერი არ ყოფილა და ჩვეულებრივად გადავდიოდით იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია.  ნაკვეთებში შესვლას უკვე გვიკრძალავენ, იქ პატრულირებენ და იმის შიშით, რომ არ დაგვაპატიმრონ, ვეღარ გადავდივართ”,- აცხადებს ჩილინდრიშვილი.

11 ივლისს ერგნეთში  გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგნელებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ საოკუპაციო ხაზთან მოსავლის აღების საშუალება ფერმერებს მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიეცეთ.
 

ახალი ამბები