კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია?!

18 ივლისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის საინფორმაციო ცენტრის" თავმჯდომარე მიხეილ ჩიტაძე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებს და ამ მიზნით ქ. გორის საკრებულოს  წევრ თამარ თედლიაშვილთან ერთად საინიციატივო ჯგუფის სახელით მერობის და გამგებლობის კანდიდატებად დარეგისტრირების შესახებ გორის # 32 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. საინიციატივო ჯგუფი ჩიტაძის დარეგისტრირებას ქ. გორის მერობის კანდიდატად, თედლიაშვილის კი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ითხოვდა. 

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოქმედი კანონმდებლობით ჯერ კიდევ განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქისა და გორის მუნიციპალიტეტის თემის საზღვრები. 

,,ჯერჯერობით მოქმედებს ძველი კანონი და ახალი კანონი არ არის მიღებული და ეს ნორმალური არ არის, როდესაც საარჩევნო პროცესი იწყება და კანონიც კი არ ვიცით, როგორი იქნება. ჩვენ დავაფიქსირეთ ამ ნაბიჯით პოზიცია, რომ წინააღმდეგი ვართ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების და საინიციატივო ჯგუფებმა დააყენეს ჩვენი კანდიდატურები ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში“, - აცხადებს ჩიტაძე.

გორის #32  საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, ამის მიზეზად კი ის გარემოება მოიყვანა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღე არ არის დანიშნული. საინიციატივო ჯგუფებმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცესკო-ში გაასაჩივრა. თამარ თედლიაშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

თამარ თედლიაშვილი ქ. გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი: ,,ცესკო-ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 ივნისის განკარგულებით, რეგისტრაციაში უკვე გატარდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპელი დემოკრატები" და მათი წარმომადგენლები. აღნიშნულის გათვალისწინებით  არჩევნებისთვის უზრუნველყოფის პროცედურები დაწყებულია, გადაწყვეტილებებიც მიიღება და საოლქო საარჩევნო კომისიის უარი დამოუკიდებელ კანდიდატებს გვაყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებით და ირღვევა არჩევნების სამართლიანობის პრინციპი." 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით საინიციატივო ჯგუფისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული არჩევნების დანიშვნის თარიღზე. 

,,კანონში მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. იგივე წესი ვრცელდება გამგებლებისა და მერობის კანდიდატების წარდგენაზე“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.

მიხელ ჩიტაძე და თამარ თედლიაშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას ელოდებიან, იმ შემთხვევაში თუ ისინიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მსგავსად კანდიდატებად არ დაარეგისტრირებენ უკვე სასამართლოს მიმართავენ.

ახალი ამბები