კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებების სტატისტიკა

29 ივლისი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2017 წლის პირველი იანვრიდან 27 ივნისამდე საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ე.წ. საზღვრის დაღვევის ბრალდებით, შიდა ქართლიდან საქართველოს 78 მოქალაქე დააკავეს.  აღნიშნული ინფორმაცია humanrights.ge-ის სუს-ის პრესსამსახურმა მიაწოდა. დაკავებების სტატისტიკა მიმდინარე წელს თვეების მიხედვით ასეთია: იანვარში-7 მოქალაქე დააკავეს, თებერვალში-7, მარტში-8, აპრილში -8, მაისში- 8, ივნისში-27, ივლისი-12.  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან 2016 წელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს -134 მოქალაქის დაკავება მოხდა.

ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი 23 ივლისს ბერშუეთთან სამების ეკლესიის სიახლოვეს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა, ბერიანიძე და ტურაშვილი ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ერგნეთში 25 ივლისს გადმოსცეს. 

ზაზა ბერიანიძე ამბობს, რომ მათი დაკავება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. ბერიანიძის განცხადებით, ცხინვალში გააფრთხილეს, რომ საოკუპაციო ხაზთან განთავსებული ბანერებიდან 200 მეტრის რადიუსში მათი გადაადგილება აკრძალულია. 

,,ჩვენი დაკავება სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, არ გადავსულვართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - ეს განცხადება 25 ივლისს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ზაზა ბერიანიძემ გააკეთა. 

საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და ადამიანების დაკავებების გახშირების გამო 25 ივლისს ყარაფილასა და ბერშუეთში სამოქალაქო აქტივისტებმა პატრულირება დაიწყეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დავით ქაცარავას განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და მოქალაქეების გატაცებების შესაჩერებლად ეს პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. 

„ჩვენ ვპატრულირებთ საზღვართან ძალიან ახლოს.  შეთანხმებული გვაქვს და კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებთან. რისკის ფაქტორი არსებობს, რადგან რუსი ოკუპანტები არ ერიდებიან არცერთ ხერხს, იმისათვის რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გაიტაცონ მიმდებარე ტერიტორიიდან“, -განაცხადა ქაცარავამ. 

,,21-ე საუკუნის ლეკიანობა" - ასე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცების გახშირების ფაქტებს ,,ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური მდივანი სოსო ვახტანგაშვილი.

,,ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური მდივანი საქართველოს შსს-გან საოკუპაციო ხაზთან კამერების დამონატაჟებს ითხოვს. მას მოცემულ სიტუაციაში ეს მიაჩნია ერთადერთ გამოსავლად, რომ ადამიანების გატაცების ფაქტები შემცირდეს და, მეორეს მხრივ, დადგინდეს თუ საიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცებები. 
 

ახალი ამბები