კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტი - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“

23 აგვისტო, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა.

პროექტი ეხება ბოლო დროის აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემებს საქართველოში - ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას და ფემიციდს. 

უფასო იურიდიული დახმარებისას, ადამიანის უფლებათა ცენტრი ხშირად აწყდება შემთხვევებს, როცა მსხვერპლები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს მოძალადისგან დაცვის მოთხოვნით, მაგრამ ვერ ხერხდება ძალადობის, ზოგჯერ კი მკვლელობის თავიდან აცილება. მოქალაქეები გაურბიან სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას ძალადობის ფაქტების შესახებ. მსხვერპლებიც ხშირად თავს იკავებენ, მიმართონ პოლიციას თუ სასამართლოს, რადგანაც მათი დაცვის მექანიზმები არ არის ეფექტური. 

ახალი პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ითანამშრომლებს თავშესაფარში მომუშავე სოციალურ მუშაკებთან, პოლიციელებთან, თემის ლიდერებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და მსხვერპლებთან, რომლებიც მიუთითებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე.

პროექტის მიზნებია: იმ სამართლებრივი მექანიზმების ხარვეზების გაანალიზება, რითაც უნდა ხდებოდეს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის პრევენცია; ეფექტური მექანიზმების შექმნის ხელშეწყობა ძირითადი აქტორების მონაწილეობით; ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის პრობლემების შესახებ ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობა ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორის მონაწილეობით;  საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი სამართლებრივი მექანიზმების ინიცირება, რათა კანონმდებლობა და სტრატეგია იყოს უფრო წარმატებული.

პროექტი 8-თვიანია და განხორციელდება სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, სადაც ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რეგიონებში; ასევე - თბილისში, სადაც ოჯაში ძალადობისა და ფემიციდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. 

პრობლემათა იდენტიფიცირებისათვის და პროექტის მიზნების მისაღწევად, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს სამუშაო შეხვედრებს/დისკუსიებს ძირითად აქტორებთან, მათ შორის - მსხვერპლებთან. მედიაადვოკატირების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთი Humanrights.ge მოამზადებს სტატიებს გენდერული ძალადობის თემაზე. პროექტის ფინალურ ეტაპზე მომზადდება ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც მოხდება კონფერენციაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები