კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

5 სექტემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი სამ სექტემბერს, ღამის საათებში, გაჩნდა. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო არცევის და ოკუპირებული ოტევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს გაუჩნდა, რომელიც ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი იმდენად გაძლიერდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქართული სოფლებიდან ჩანდა. ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა. 

ცეცხლის გავრცელების საფრთხე იყო სოფელ ფლავისმანის სასაფლაოსთან. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები. 

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე-ფაქტო ცხინვალის მთავრობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა.

,,ჩვენ არ გვჭირდება დახმარება" - ასე უპასუხა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა, ალან თადაევმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას.

ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მინისტრის თქმით, ცეცხლის ლოკალიზება საკუთარი ძალებით, სამი სახანძრო ბრიგადით, რამდენიმე საათში, შეძლეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი 4 სექტემბერს გამთენიისას უკვე ლოკალიზებული იყო.

ახალი ამბები