კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში რესპუბლიკურმა პარტიამ სიის პირველ ნომრად შშმ პირი დაასახელა

26 სექტემბერი, 2017
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

 ,,რესპუბლიკურმა პარტიამ" თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელის,  ნინო ბოლქვაძის მე-7 ნომრად წარდგენის შემდეგ, კიდევ ერთი ხმაურიანი განაცხადი გორის მუნიციპალიტეტში გააკეთა. გორში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი შშმ პირი ვიქტორ ქარქიშვილია.

რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღეს იზოლირებული არიან, მთავარ ბარიერს კი გარემო ქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პანდუსები გაკეთებულია, უმეტეს ადგილებში ისინი უფუნქციოა. ვიქტორს დღეს, ქალაქში ეტლით გადაადგილებისას, რამდენჯერმე დასჭირდა დახმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შშმ პირების პრობლემა მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის მოაგვარა, ადაპტირებული გარემოს პრობლემა კი კვლავ დღის წესრიგში დგას. ვიქტორი გარდა შშმ პირების პრობლემის მოგვარებისა, იმუშავებს სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. იგი საზოგადოების აქტიური წევრია და მისთვის ყველა პრობლემა ცნობილია, რომელიც დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დგას“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვალიაურმა. 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ,,რესპუბლიკური პარტიის" სიის პირველი ნომერი ვიქტორ ქარქიშვილი ამბობს, შშმ პირების საჭიროებებით სპეკულირება უნდა დამთავრდეს და გარემო რეალურად უნდა შეიცვალოს.

ვიქტორ ქარქიშვილი: ,,არაადაპტირებული გარემო ერთ-ერთი პრობლემა, თუმცა არა ერთადერთი. მრავალსართულიან კორპუსში ვცხოვრობ, სადაც არ მუშაობს ლიფტი. მიუხედავად ქალაქ გორის მერის დაპირებისა, რომ სპეციალურ ლიფტს გააკეთებდნენ ყველა იმ კორპუსში, სადაც შშმ პირები ცხოვრობდნენ, არ შესრულდა. საჩვენებელი ლიფტი გაუკეთეს მხოლოდ ერთ ქალბატონს და იმის შემდეგ დაპირება დაივიწყეს.  აუცილებელი არ არის, შშმ პირი იყო, ან ეტლით გადაადგილდებოდე, რომ ჩვენი საჭიროებები განსაზღვრო, თუმცა გორის შემთხვევაში აუცილებელი აღმოჩნდა. მე არ ვიქნები მხოლოდ შშმ პირების წარმომდგენელი საკრებულოში, მე ვიქნები ყველა ადამიანის ხმა და მიმდინარე საკითხების განხილვაში აქტიურად ჩავერთვები.“ 

,,რესპუბლიკურმა პარტიამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით  არ წარადგინა მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მხოლოდ პარტიის პროპორციული სიის წარდგენით შემოიფარგლა.

ახალი ამბები