კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის შესაძლო წამების ფაქტთან დაკავშირებით

27 სექტემბერი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოქალაქე ს.მ.-ს შესაძლო ცემის, წამებისა და  არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.
 
მოქალაქე ს.მ., რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, პოლიციის თანამშრომლებმა 22 სექტემბერს  დააკავეს და სოფელ დიღომში ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მოქალაქე აცხადებს, მასზე პოლიციაში მიყვანისთანავე დაიწყო ზეწოლა, რათა ეღიარებინა  დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. კერძოდ, პოლიციელები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, აიძულებდნენ ხელი მოეწერა მათ მიერვე წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. დაკავებულმა აღიარებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატი, რაც არ დაკმაყოფილდა. მას, ასევე, არ მიეცა დარეკვის უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ს.მ. გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ინახულა. ბრალდებულს თვალნათლივ აღენიშნება ცემისა და ძალადობის კვალი სახეზე, ტანსა და კიდურებზე. მისი გადმოცემით, პოლიციის განყოფილების ერთ ოთახში, სადაც არ იყო ვიდეოსათვალთვალო კამერები, ერთ საათზე მეტხანს სასტიკად და გამეტებით ურტყამდნენ. ერთ-ერთმა ფეხსაცმლით მიაყენა მრავლობითი დაზიანება თავის არეში. ემუქრებოდნენ არასრულწლოვანი შვილის „გამწარებით“. ამის შემდეგ სხვა ოთახში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს თავზე და გუდავდნენ. სასტიკად ნაცემი და ნაწამები მოქალაქე ს.მ.  იძულებული გახდა, დათანხმებოდა და ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. პოლიციელებმა ამის შემდეგ შეადგინეს ამოცნობის, დათვალიერებისა და სხვა ოქმები. ნაცემმა და დაშინებულმა დაკავებულმა ყველა დოკუმენტზე მოაწერა ხელი. ამ ფორმით მიღებული „მტკიცებულებების“ საფუძველზე, ს.მ.-ს  წარუდგინეს ბრალი 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას ჯგუფის მიერ. 

24 სექტემბერს ბრალდებულ ს.მ.-ს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნახა ნაცემი და ნაწამები ბრალდებული, რომელსაც ვიზუალურად მკვეთრად ჰქონდა გამოხატული დაზიანების ნიშნები. ამის მიუხედავად, პროკურატურას ექსპერტიზა არ დაუნიშნავს და დღემდე ბრალდებულს  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ  ჩატარებია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბრალდებულ ს.მ.-ს სავარაუდო ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე; გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის სასწრაფოდ დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განიხილოს შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს VI განყოფილების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო თანამშრომლებს, ვინც შესაძლოა, მონაწილეობდა ადამიანის წამებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით, დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა.    

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები