კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

9 ოქტომბერი, 2017
 
12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლო დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საჩივარს განიხილავს. დაკავებულის ადვოკატები ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. სასამართლო გადაწყვეტილებამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების პროცესი შეჩერებულია. 

26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მუსტაფა ემრე  ჩაბუქის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) წარადგინა. 

ორგანიზაციამ წარდგენილ დოკუმენტში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენცია და 1967 წლის დამატებითი ოქმით გათვალისწინებული სტანდარტები გაანალიზა. ამასთანავე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზსაც მოიცავს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ  მუსტაფა ემრე ჩაბუქს უნდა მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი. მისი ექსტრადირება თურქეთში საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მზად არის, წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებასთან დაკავშირებით სასამართლოში განმარტებები გააკეთოს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები