კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქუცნაშვილის მამამ თელავის გამგეობის აუქციონზე 30 948 კვ.მ მიწა იყიდა

16 ოქტომბერი, 2017
 
Reginfo.ge
 
თელავის გამგეობის მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე კოოპერატივმა „ნაფარეულის ბიოღვინო“ კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და სოფელ ნაფარეულში მდებარე 30 948 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. კოოპერატივის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დირექტორია პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამა - ომარ ქუცნაშვილი.
 
თელავის გამგეობამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2017 წლის 7 ივნისს დაირეგისტრირა, 3 აგვისტოს კი მისი პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მიწის საწყისი საფასური 11 900 ლარი იყო, ერთი ბიჯის ოდენობა კი 1190 ლარი. აუქციონის პირობები საინვესტიციო ან რაიმე სხვა ვალდებულებებს არ ითვალისწინებდა.
 
აუქციონი 1–ელ სექტემბერს დასრულდა და გამარჯვებულად გამოცხადდა მისი ერთადერთი მონაწილე - სასოფლო-სამურნეო კოოპარატივი „ნაფარეულის ბიოღვინო“ (ს/კ - 431176176), რომლის შეთავაზებულმა ფასმა, ბიჯის თანხის ჩათვლით, 13 090 ლარი შეადგინა.
 
კოოპარატივი „ნაფარეულის ბიოღვინო“ 2016 წლის 31 მაისს დაფუძნდა. საწარმოს მმართველობის ორგანოა გამგეობა, რომლის სამი წევრიდან ერთ-ერთია პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამა - ბიზნესმენი ომარ ქუცნაშვილი. მასვე უკავია კოოპარატივის ერთ-ერთი დირექტორის პოზიციაც. 
 
ზაქარია ქუცნაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ „ნაფარეულის ბიოღვინოს“ მეპაიეა მისი დედა თალიკო ლაგაზაურიც, რომელსაც საპაიო შენატანებში 20 % წილი ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, თალიკო ლაგაზაურმა 2016 წლის 29 დეკემბერს საწარმოს კაპიტალში შეიტანა მისი კუთვნილი 16 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე სოფელ ნაფარეულში მდებარეობს.
 
„რეგინფო“ წერდა, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა 2017 წლის 11 ივლისს თიანეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სოფელ ზარიძეებში, თიანეთი-ჟინვალის ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა. იგი აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. ზარიძეების მცხოვრებთა ინფორმაციით, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე რესტორნის მშენებლობა იგეგმება.
 
შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში №38 გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული, რომელიც თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. წინა მოწვევის პარლამენტში იგი თიანეთის საარჩევნო ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი წევრი იყო.
 

ახალი ამბები